საკითხი გონებისა და გრძნობების ურთიერთმიმართებისა ფრიად აქტუალურია ჩვენთვის, ჩვენი ხალხისათვის, რადგან ჩვენ ბუნებით ზედმეტად მგრძნობიარენი ვართ. სამწუხაროდ გონებამ და გრძნობებმა ადგილები გაცვალეს, ამიტომ ხშირად ჩვენში თავდაუჭერელი...
იხილეთ სრულად
საკითხი გონებისა და გრძნობების ურთიერთმიმართებისა ფრიად აქტუალურია ჩვენთვის, ჩვენი ხალხისათვის, რადგან ჩვენ ბუნებით ზედმეტად მგრძნობიარენი ვართ. სამწუხაროდ გონებამ და გრძნობებმა ადგილები გაცვალეს, ამიტომ ხშირად ჩვენში თავდაუჭერელი და აულაგმავი გრძნობები გონებაზე ბატონობენ და იმონებენ მას.
ადამიანის შემმეცნებელნი უნარნი - გონება და გრძნობა, ერთმანეთისაგან არა მხოლოდ თავიანთი ფუნქციებითა და შემეცნების სფეროებით, არამედ იერარქიული მდგომარეობითაც განსხვავდებიან. გონებამ, როგორც უფრო მაღალმა საწყისმა, გაბატონებული მდგომ...
იხილეთ სრულად
ადამიანის შემმეცნებელნი უნარნი - გონება და გრძნობა, ერთმანეთისაგან არა მხოლოდ თავიანთი ფუნქციებითა და შემეცნების სფეროებით, არამედ იერარქიული მდგომარეობითაც განსხვავდებიან. გონებამ, როგორც უფრო მაღალმა საწყისმა, გაბატონებული მდგომარეობა უნდა დაიკავოს, ყველა ჩვენი გრძნობისმიერი მოძრაობა გააკონტროლოს და იმ საზღვრებში მოაქციოს, რომელიც მათ ღმერთმა დაუდგინა.
სიკვდილი სხვადასხვა სახისაა: ხორციელი სიკვდილი, რომელიც ჩვენ ერთმანეთს დროებით განგვაშორებს, იგი ამავე დროს კარიბჭეა ახალი, მარადიული ცხოვრებისა. ყოველ ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ ეს დღე და წუთი ელის და მისი მოსვლისთვის უნდა ემზად...
იხილეთ სრულად
სიკვდილი სხვადასხვა სახისაა: ხორციელი სიკვდილი, რომელიც ჩვენ ერთმანეთს დროებით განგვაშორებს, იგი ამავე დროს კარიბჭეა ახალი, მარადიული ცხოვრებისა. ყოველ ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ ეს დღე და წუთი ელის და მისი მოსვლისთვის უნდა ემზადებოდეს. სწამს ადამიანს თუ არა, სურს მას ეს თუ არა, სიკვდილის ზღურბლიდან ახალი, მარადიული ცხოვრება იწყება, რომელშიც იგი სამაგიეროს დამსახურებისამებრ მიიღებს. ვაი მათ, რომელნიც მიწიერ ტკბობათა გამო სულიერ სიკვდილს ეზიარები...
დიდი ყურადღება და სიფრთხილე გვმართებს იმის მიმართ, თუ რას ვამბობთ, ან ვაკეთებთ. ყოველი ჩვენი სიტყვა და მოქმედება ჩვენი მაცხოვნებელი უნდა იყოს და ამავე დროს სამყაროს წინაშე ჩვენს რწმენას ღვთისა, - რწმენას მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრ...
იხილეთ სრულად
დიდი ყურადღება და სიფრთხილე გვმართებს იმის მიმართ, თუ რას ვამბობთ, ან ვაკეთებთ. ყოველი ჩვენი სიტყვა და მოქმედება ჩვენი მაცხოვნებელი უნდა იყოს და ამავე დროს სამყაროს წინაშე ჩვენს რწმენას ღვთისა, - რწმენას მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრისა, უნდა გამოხატავდეს.
ყოველი სიტყვა, ჩვენს მიერ თქმული, ან დადებით, ან უარყოფით ენერგიას შეიცავს, რომელთაც არა მხოლოდ ჩვენ ვატარებთ, არამედ ჩვენს გარშემოც, ჩვენს მახლობლებსა და ნაცნობებზეც ვავრცელებთ. რა ხშირად არ გვაქვს ჩვენ ეს შეგნებული და უაზროდ წარ...
იხილეთ სრულად
ყოველი სიტყვა, ჩვენს მიერ თქმული, ან დადებით, ან უარყოფით ენერგიას შეიცავს, რომელთაც არა მხოლოდ ჩვენ ვატარებთ, არამედ ჩვენს გარშემოც, ჩვენს მახლობლებსა და ნაცნობებზეც ვავრცელებთ. რა ხშირად არ გვაქვს ჩვენ ეს შეგნებული და უაზროდ წარმოთქმულ სიტყვებში ვიძირებით, გვაგიწყდება რა სიტყვები მაცხოვრისა: ყოველი სიტყუაჲ უქმი, რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაჲ მისთჳს დღესა მას სასჯელისასა. რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო...
შემთხვევითი როდია, რომ პავლე მოციქული სრულყოფის პროცესს მოწყალებით იწყებს. ჩვენი სულიერი აღმასვლა სწორედ მისგან უნდა დავიწყოთ: მშიერი უნდა დავაპუროთ, მტირალს ნუგეში ვცეთ, სნეულნი მოვინახულოთ, უსახლკარონი შევიფაროთ.
ეკლესიის ძველი მამების განმარტებით სიტკბოება იმგვარი სათნოებაა, რომლის მფლობელისთვისაც მეზობლის სიკეთე ისევე ძვირფასია, როგორც საკუთარი. ისტორიკოსი იოსებ ფლავიოსი ამ სიტყვას ძველი აღთქმის პატრიარქის ისააკის დასახასიათებლად იყენებს...
იხილეთ სრულად
ეკლესიის ძველი მამების განმარტებით სიტკბოება იმგვარი სათნოებაა, რომლის მფლობელისთვისაც მეზობლის სიკეთე ისევე ძვირფასია, როგორც საკუთარი. ისტორიკოსი იოსებ ფლავიოსი ამ სიტყვას ძველი აღთქმის პატრიარქის ისააკის დასახასიათებლად იყენებს, რომელიც უდაბნოში ჭებს თხრიდა და სხვებს აძლევდა (დაბ. 26,17-25), რათა მეზობლებთან ომი არ მოსვლოდა. ამ შემთხვევაში არა თუ შური არ არსებობს, არამედ სხვების მიმართ იმგვარი კეთილგანწყობილებაა გამომჟღავნებული, როცა მეორე ადა...
ძველად ბრძენი ადამიანები ამბობდნენ, რომ ქრისტიანობის საფუძველი სიმდაბლეა. ქედმაღლობის საპირისპიროდ ბრძენთა სიმდაბლე იმის შეგნებას გულისხმობს, რომ ღმერთი შემოქმედია, ხოლო ადამიანი - ქმნილება. როგორ გვაკლია ჩვენ სიმდაბლე და როგორ გვ...
იხილეთ სრულად
ძველად ბრძენი ადამიანები ამბობდნენ, რომ ქრისტიანობის საფუძველი სიმდაბლეა. ქედმაღლობის საპირისპიროდ ბრძენთა სიმდაბლე იმის შეგნებას გულისხმობს, რომ ღმერთი შემოქმედია, ხოლო ადამიანი - ქმნილება. როგორ გვაკლია ჩვენ სიმდაბლე და როგორ გვჭირდება იგი! წმიდა მამები სიმდაბლის გზაზე მიგვითითებენ: "იღვაწე იმისთვის, რომ შენი გულის ზრახვანი დაამდაბლო და ღმერთი გულის თვალებს აგიხელს, რათა ჭეშმარიტი ნათელი იხილო. თავმდაბლობის გარეშე ჭეშმარიტი მოღვაწეობა შეუძლებელ...