თუ რაოდენ დიდი და განუსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს ქრისტეს აღდგომას ჩვენი ხსნისათვის, ჩანს მოციქული პავლეს ამ სიტყვებიდან: "უკეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს... ცუდად არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი' (I კორინ. 15,14).
დღეს უფალი, მართალია, გვიხმობს სიხარულად, მაგრამ იგი, უპირველეს ყოვლისა, მოგვიწოდებს სინანულისთვის, სიყვარულის, თანაგრძნობისა და მოწყალებისთვის, ლოცვის, მარხვისა და ცოდვათა შენდობისათვის. ამიტომაც წერს ძველ მოღვაწეთაგან ცნობილი აბ...
იხილეთ სრულად
დღეს უფალი, მართალია, გვიხმობს სიხარულად, მაგრამ იგი, უპირველეს ყოვლისა, მოგვიწოდებს სინანულისთვის, სიყვარულის, თანაგრძნობისა და მოწყალებისთვის, ლოცვის, მარხვისა და ცოდვათა შენდობისათვის. ამიტომაც წერს ძველ მოღვაწეთაგან ცნობილი აბბა ევაგრე, რომ უფლის პასექი ბოროტების სიკეთით შეცვლააო.
თუ ვერ განვეშორებით მტრობას, ვერაგობას, ბოროტებას, შურსა და რისხვას და ყოველ საქმეთ ღვთისა და ჩვენს შეურაცხმყოფელს, ვერც აღდგომის დღესასწაულის ძალას ვიგრძნობთ.
უმეტეს ყოველთა შეიყვარეთ ღმერთი, - გვარიგებს ეფრემ ასური, ვისაც წრფელი გულით უყვარს იგი, მისი გონება მუდამ ზეცისკენ ისწრაფვის, იქიდან იღებს ის სულიერ საზრდოს, იქიდან ნათლდება, იქიდან ივსება იგი ღვთაებრივი სიყვარულის სიტკბოებით
მე მინდა შოტლანდიელი ფილოსოფოსის - ბიატის ცხოვრების ერთი ფურცელი შეგახსენოთ. მას ჰყავდა ვაჟი, რომელიც ძალიან უყვარდა და სურდა, მისთვის სასულიერო განათლება მიეცა. ამიტომაც ცდილობდა, ღვთის სიყვარული თავიდანვე გაეღვივებინა მასში.
იხილეთ სრულად
მე მინდა შოტლანდიელი ფილოსოფოსის - ბიატის ცხოვრების ერთი ფურცელი შეგახსენოთ.მას ჰყავდა ვაჟი, რომელიც ძალიან უყვარდა და სურდა, მისთვის სასულიერო განათლება მიეცა. ამიტომაც ცდილობდა, ღვთის სიყვარული თავიდანვე გაეღვივებინა მასში.როდესაც ბავშვს 5-6 წელი შეუსრულდა და კითხვა ისწავლა, მამამ ასეთი გამოცდა ჩაუტარა: ბაღის ერთ კუთხეში, ხნულზე, ისე, რომ არავის დაენახა, შვილის სახელი დაწერა, კვლებში ყვავილების თესლი ჩაყარა, მერე მიწა მიაყარა და გაასწორა. რამდე...
ქრისტიანული სიყვარული სათავეს იღებს იქ, სადაც მთავრდება ეგოიზმი და იწყება თავდადებული მსახურება მოყვასისათვის, ოღონდ ისიც უნდა ვიცოდეთ, ვის როგორ დავეხმაროთ. ხომ უაზრობაა, ფული მისცე მდიდარს, რომელსაც ესაჭიროება მორალური შეწევნ...
იხილეთ სრულად
ქრისტიანული სიყვარული სათავეს იღებს იქ, სადაც მთავრდება ეგოიზმი და იწყება თავდადებული მსახურება მოყვასისათვის, ოღონდ ისიც უნდა ვიცოდეთ, ვის როგორ დავეხმაროთ.ხომ უაზრობაა, ფული მისცე მდიდარს, რომელსაც ესაჭიროება მორალური შეწევნა, უფრო დიდი შეცდომა კი ისაა, რომ ავადმყოფ, მშიერ და უსახლკარო კაცს მხოლოდ ზნეობრივი დახმარება შევთავაზოთ.
ამქვეყნად გამეფებული წესი ცხოვრებისა შეიძლება სამ საფეხურად წარმოვიდგინოთ. პირველი საფეხური ძალისაა. იგი გულისხმობს სუსტთა და ძლიერთა შორის ბრძოლას არსებობისა და გადარჩენისთვის, როცა პირველნი მსხვერპლად ეწირებიან მძლავრთა ამა ს...
იხილეთ სრულად
ამქვეყნად გამეფებული წესი ცხოვრებისა შეიძლება სამ საფეხურად წარმოვიდგინოთ.პირველი საფეხური ძალისაა. იგი გულისხმობს სუსტთა და ძლიერთა შორის ბრძოლას არსებობისა და გადარჩენისთვის, როცა პირველნი მსხვერპლად ეწირებიან მძლავრთა ამა სოფლისათა, და ეს უკანასკნელნი კი ამას თვლიან ნორმალურ მდგომარეობად.მეორე საფეხური კანონის საფეხურია. იგი არ ცნობს განსხვავებას პიროვნებებს შორის და ამართლებს პრინციპს, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ ძველი რომაელები ამბობდნენ: Dur...
განმკითხველნი უფრო ხშირად ისინი არიან, რომელნიც შურის ტყვეობაში იმყოფებიან, ანდა საკუთარ თავს არ იცნობენ. თითოეული ჩვენგანი ხომ მონაა ცოდვისა. გაფაქიზებული მზერა ადვილად ამჩნევს საკუთარი შინაგანი სამყაროს ნაკლოვანებას და ეს ათავის...
იხილეთ სრულად
განმკითხველნი უფრო ხშირად ისინი არიან, რომელნიც შურის ტყვეობაში იმყოფებიან, ანდა საკუთარ თავს არ იცნობენ. თითოეული ჩვენგანი ხომ მონაა ცოდვისა. გაფაქიზებული მზერა ადვილად ამჩნევს საკუთარი შინაგანი სამყაროს ნაკლოვანებას და ეს ათავისუფლებს მას სხვათა განსჯისაგან.