წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი გვასწავლის: "უკეთუ ნავი შენი ჯერეთ არა დაბმულ იყოს ნაპირსა ზღვისასა, ნუ მოიწონებ თავსა მგზავრობისა კეთილად დამთავრებითა, რამეთუ არიან მრავალნი, რომელნი დაინთქნეს წინაშე ნავსაყუდელსა" (გრ. ღვთისმეტყვ. შრო...
იხილეთ სრულად
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი გვასწავლის: "უკეთუ ნავი შენი ჯერეთ არა დაბმულ იყოს ნაპირსა ზღვისასა, ნუ მოიწონებ თავსა მგზავრობისა კეთილად დამთავრებითა, რამეთუ არიან მრავალნი, რომელნი დაინთქნეს წინაშე ნავსაყუდელსა" (გრ. ღვთისმეტყვ. შრომები, ტ. II, გვ, 228).
ჭეშმარიტების ძიებაში საუკუნეთა მანძილზე კაცობრიობამ მრავალი გზა და ბილიკი განვლო, თავის თავზე გამოსცადა და გადაიტანა ყოველივე, რასაც მოიცავს ადამიანის სული: მიწიერების უარმყოფელი უკიდურესი მისტიციზმიდან უკიდურეს ღვთის უარყოფამდე, ...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტების ძიებაში საუკუნეთა მანძილზე კაცობრიობამ მრავალი გზა და ბილიკი განვლო, თავის თავზე გამოსცადა და გადაიტანა ყოველივე, რასაც მოიცავს ადამიანის სული: მიწიერების უარმყოფელი უკიდურესი მისტიციზმიდან უკიდურეს ღვთის უარყოფამდე, და მხოლოდ მაშინ, როცა ეს გზები გავლილი იყო და ძალები ამოწურული, დადგა ჟამი, ოდეს სიტყვა ხორციელ იქმნა, მოგვევლინა იესო ქრისტე - ტარიგი ღვთისა, რომელმან აღიღო ცოდვანი სოფლისანი.
ზიარება უდიდესი საიდუმლოა. ზიარებისას ჩვენში ვიღებთ მეუფესა ზეცათასა და ქვეყანისასა, რომლის ძალა და ძლიერებაც საზღვარდაუდებელია. ამით კი გვენიჭება მადლი სიკეთის ქმნისა.
ყოველი ქრისტიანი თვეში ერთხელ მაინც უნდა ეზიაროს, რომ სულიერად განმტკიცდეს. ეს საიდუმლო ეხმარება ადამიანს ნაკლოვანებათა, ვნებათა დაძლევაში, ხილულ და უხილავ მტერთა წინააღმდეგ ბრძოლაში.
შური სხვა ადამიანის კეთილდღეობით, უპირატესობით ანდა სხვა რაიმე წარმატებით გამოწვეული წყენა და გაღიზიანებაა. იგი ყველას მიერ დაგმობილი, მაგრამ მაინც მრავალთათვის დამახასიათებელი ნაკლია, რომლის დამალვასაც საგულდაგულოდ ცდილობენ.