მოგიწოდებთ თქვენ, ჩემო სულიერო შვილებო, ნუ მიმართავთ აბორტს, ნუ ჩაიდენთ ამ საზარელ ცოდვას. გახსოვდეთ, რომ აბორტი არის მკვლელობა უდანაშაულო და უმწეო ვაჟისა თუ ქალისა. არცერთ მტერს არ ამოუწყვეტია იმდენი ადამიანი, რამდენიც ამ შემზარა...
იხილეთ სრულად
მოგიწოდებთ თქვენ, ჩემო სულიერო შვილებო, ნუ მიმართავთ აბორტს, ნუ ჩაიდენთ ამ საზარელ ცოდვას. გახსოვდეთ, რომ აბორტი არის მკვლელობა უდანაშაულო და უმწეო ვაჟისა თუ ქალისა. არცერთ მტერს არ ამოუწყვეტია იმდენი ადამიანი, რამდენიც ამ შემზარავი დანაშაულით გაწყვეტილა. ნუ შეგაშინებთ შვილების სიმრავლე, ღმერთი მოგცემთ თქვენ ძალასა და შესაძლებლობას გაზარდოთ ისინი ჩვენი ერისათვის.
link
თვითონ განსაჯეთ, ჩანასახშივე რომ მოეკლათ და არ დაბადებულიყო შოთა რუსთაველი, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა, კათოლიკოს-პატრიარქნი: კირიონი, კალისტრატე და სხვანი, რა იქნებოდა ჩვენი ენა, ისტორია, კულტურა...
იხილეთ სრულად
თვითონ განსაჯეთ, ჩანასახშივე რომ მოეკლათ და არ დაბადებულიყო შოთა რუსთაველი, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა, კათოლიკოს-პატრიარქნი: კირიონი, კალისტრატე და სხვანი, რა იქნებოდა ჩვენი ენა, ისტორია, კულტურა და საერთოდ სულიერი სახე საქართველოსი. შეიძლება ბავშვს, რომლის მოკვლაც მშობლებმა გადაწყვიტეს, ელოდა მომავალი უდიდესი მეცნიერისა, პოეტისა ან წმიდანისა. შესაძლოა ის ერთ-ერთი იმათთაგანი ყოფილიყო, ვისაც ჩვენი ერის დიდებასა დ...
link
ქორწინება, რომელშიც ბავშვები არასასურველია, ეგოიზმზე, ვნებებზე და მაშასადამე, სიყვარულის მდაბალ სახეზეა დამყარებული.
შვილის შედეგიანი აღზრდა მხოლოდ იმ ოჯახშია შესაძლებელი, სადაც მას ადამიანის, სამშობლოს, მშობლების, ბუნებისა და წიგნის, სიკეთისა და სიმართლის სიყვარულს ასწავლიან, ასწავლიან რწმენასა და ლოცვას, სადაც მშობლებს შორის მეგობრობა და ურთიე...
იხილეთ სრულად
შვილის შედეგიანი აღზრდა მხოლოდ იმ ოჯახშია შესაძლებელი, სადაც მას ადამიანის, სამშობლოს, მშობლების, ბუნებისა და წიგნის, სიკეთისა და სიმართლის სიყვარულს ასწავლიან, ასწავლიან რწმენასა და ლოცვას, სადაც მშობლებს შორის მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა სუფევს, სადაც არა მხოლოდ ბავშვისაგან მოითხოვენ მაღალ ზნეობრივ თვისებებს, არამედ თვით მშობლებიც მორალური ნორმების დამცველნი არიან.
link
ძნელია გაგება ქალისა, რომელიც გაურბის დედობას
განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია აგრეთვე შვილებსაც. მათი ბედნიერება და კეთილდღეობა ბევრადაა დამოკიდებული მასზე, თუ როგორ ეპყრობიან ისინი მშობლებს. ერთ-ერთი ათ მცნებათაგანი (რომელიც მოსეს ღმერთმა სინას მთაზე მისცა), პირდაპირ ...
იხილეთ სრულად
განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია აგრეთვე შვილებსაც. მათი ბედნიერება და კეთილდღეობა ბევრადაა დამოკიდებული მასზე, თუ როგორ ეპყრობიან ისინი მშობლებს. ერთ-ერთი ათ მცნებათაგანი (რომელიც მოსეს ღმერთმა სინას მთაზე მისცა), პირდაპირ მიუთითებს: პატივი უყავ მამასა შენსა და დედასა შენსა, ვითარცა გამცნო უფალმან ღმერთმან შენმან, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა, რომელ იგი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ (მეორე სჯულისა 5,16).წინასწა...
link
მეუღლეთა ცხოვრებაში ყველაზე მთავარი პირობა ერთგულებაა. სიძვა ოჯახის სიწმიდეს არღვევს და მძიმე ცოდვაა ღვთის წინაშე. საღმრთო წერილში ამის შესახებ ნათქვამია: პატიოსან არს ქორწილი ყოვლითავე და საწოლი შეუგინებელ; ხოლო მეძავნი და მემრუშ...
იხილეთ სრულად
მეუღლეთა ცხოვრებაში ყველაზე მთავარი პირობა ერთგულებაა. სიძვა ოჯახის სიწმიდეს არღვევს და მძიმე ცოდვაა ღვთის წინაშე. საღმრთო წერილში ამის შესახებ ნათქვამია: პატიოსან არს ქორწილი ყოვლითავე და საწოლი შეუგინებელ; ხოლო მეძავნი და მემრუშენი საჯნეს ღმერთმან (ებრაელთა 13,4).
link
ცოლნი თჳსთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა, რამეთუ ქმარი არს თავ ცოლისა, ვითარცა ქრისტე თავ არს ეკლესიისა (ეფეს. 5,22-23). მაგრამ ამავე დროს ქმარს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. მოციქული პავლე წერს: ქმართა გიყუარდედ ცოლნი თჳს...
იხილეთ სრულად
ცოლნი თჳსთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა, რამეთუ ქმარი არს თავ ცოლისა, ვითარცა ქრისტე თავ არს ეკლესიისა (ეფეს. 5,22-23). მაგრამ ამავე დროს ქმარს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. მოციქული პავლე წერს: ქმართა გიყუარდედ ცოლნი თჳსნი, ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაჲ და თავი თჳსი მისცა მისთჳს (ეფეს. 5,25); ესრეთ ჯერ-არს ქმართაჲ ცოლთა თჳსთა სიყუარული, ვითარცა ხორცთა თჳსთაჲ, რამეთუ რომელსა უყუარდეს ცოლი თჳსი, თავი თჳსი უყუარს (ეფეს. 5,28).
link
ოჯახის დარღვევა, განქორწინება, უპირველეს ყოვლისა, დამღუპველად მოქმედებს ბავშვებზე. ბავშვები ძალზე მტკივნეულად და მძიმედ განიცდიან ოჯახის დარღვევას. ოჯახიდან ერთ-ერთი მშობელთაგანის წასვლას ბავშვი პირად ტრაგედიად იღებს, რომელიც მის ...
იხილეთ სრულად
ოჯახის დარღვევა, განქორწინება, უპირველეს ყოვლისა, დამღუპველად მოქმედებს ბავშვებზე. ბავშვები ძალზე მტკივნეულად და მძიმედ განიცდიან ოჯახის დარღვევას. ოჯახიდან ერთ-ერთი მშობელთაგანის წასვლას ბავშვი პირად ტრაგედიად იღებს, რომელიც მის ცხოვრებასა და ფსიქიკაზე ღრმა და განუკურნებელ ჭრილობას ტოვებს.
link
ქორწინებას პირადი თავისუფლების ზნეობრივი შეზღუდვა მოაქვს, მაგრამ ეს შეზღუდვა მეუღლეთა ურთიერთსიყვარულითა და მათი შვილების სიყვარულით ნაზღაურდება.