სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
|
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
თუკი ყოვლადსახიერმა მწუხარება მოგივლინა, ე.ი. თვით მწუხარებაშია შენთვის სიკეთე
ღმერთი მაშინაც კი სიკეთეს გვანიჭებს, როცა გვსჯის
ყოვლადბრძენი უფალი თავისი სიბრძნით უბედურებას ჩვენივე ბედნიერებისთვის გვიგზავნის
როდესაც ამბობ, ღმერთი კაცთმოყვარეა და ამიტომ არ დაგვსჯის, მაშინ შენი ნათქვამიდან ისე გამოდის, რომ თითქოს ის კაცთმოყვარე აღარ იქნება თუ დაგვსჯის.
ღვთის სიბრძნე პოულობს საშუალებებსა და გზებს იქაც კი, სადაც ჩვენ თავად ვერაფერს ვხედავთ, გარდა საფრთხისა და სატანჯველისა.
ადამიანთა დიდი ნაწილი ისეთია, რომ მათ გარედან უნდა უბიძგო, რომ საკუთარ თავში შესვლა შეძლონ.
უფალი სჯის სხეულს სულის ცოდვების გამო, რათა სული გონს მოიყვანოს
მწუხარებებით უფალი უმეტესი მწუხარებებისგან გვიხსნის
რა იშვიათად და გულგრილად ილოცებდნენ ადამიანები, ტანჯვა-წამება და მწუხარება რომ არ ყოფილიყო!
ხშირად ვხედავთ, რომ კმაყოფილება თვითკმაყოფილებას იწვევს