აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები - ციტატები, გამონათქვამები
აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები - ციტატები, გამონათქვამები აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები
მრავალი ნაყოფისაგან ხის ტოტები იღუნება, მრავალი სათნოებისაგან კი ადამიანში მისი აზრები მდაბლდება.
სიფხიზლის ხელოვნებაში იგულისხმება გულისსიტყვების, ოცნებებისა და გრძნობათა მოძრაობებისადმი ყურადღების მიპყრობა; ძალა სულის, რომელიც ეწინააღმდეგება ბოროტებას; შორსმჭვრეტელობას, როდესაც გონება განსაცდელებს შორიდანვე ხედავს და თავს არ... იხილეთ სრულად
ვიფხიზლოთ და ვუდარაჯოთ გულისსიტყვებს, რამეთუ დაცემა მათგან იწყება; საწყისშივე მხნედ შევებრძოლოთ და ნუ მივცემთ ნებას, რომ ჩვენი უდებების გამო ჩვენში დამკვიდრდნენ. ოცნებები გამოჩენისთანავე განვაგდოთ, შევრისხოთ ისინი, ხელთ ვიპყრათ სუ... იხილეთ სრულად
საქმე კეთილი განზრახვის გარეშე იგივეა, რაც მჭლე შესაწირავი (ფს. 65, 15), ანდა სხეული სულის გარეშე; ღმერთი მათ უარუყოფს.
ხმელი და მწირი საკვების წყალობით აზრები ნათელი ხდება, ხოლო ფუფუნებით ცხოვრება გონებას წყვდიადში ჩაძირავს.
მწუხარების ჟამს ყურადღება მიაქციე გულისსიტყვებს, რომლებიც განცხრომისკენ გვიბიძგებენ, რადგანაც ისინი მწუხარებაში გვანუგეშებენ და ჩვენთვის სასიამოვნოა ხოლმე.