ნეტარია, ვისაც თვალწინ აქვს წუთისოფლიდან გასვლის დღე და შეიძულა ამპარტავნება ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე გამომჟღავნდება ჩვენი ბუნებრივი არარაობა - კუბოში ხრწნილებით
გეშინოდეს და თავი აარიდე არა მხოლოდ სიამაყეს, არამედ - ყველაფერს, რასაც მასთან მიჰყავხარ; განსაკუთრებით - პატივმოყვარეობას, როგორც - ამპარტავნების წინამორბედ ნაკლს - ზნეობრივი დაცემის კიბეზე.
ნუ იამაყებ, ადამიანო, როდესაც მტვერი და მიწა ხარ!რას მიიღებ შენი დიდებისაგან, როდესაც მცირე ხნის შემდეგ ყველაფერს ხრწნა წარიტაცებს? ღრუბლებზე მეტად ნუ ამაღლდები და იცოდე, რომ მიწა და ფერფლი ხარ; მიწიდან ხარ აღებული და სულ მალე მიწ...
იხილეთ სრულად
ნუ იამაყებ, ადამიანო, როდესაც მტვერი და მიწა ხარ!რას მიიღებ შენი დიდებისაგან, როდესაც მცირე ხნის შემდეგ ყველაფერს ხრწნა წარიტაცებს? ღრუბლებზე მეტად ნუ ამაღლდები და იცოდე, რომ მიწა და ფერფლი ხარ; მიწიდან ხარ აღებული და სულ მალე მიწადვე მიიქცევი; დიდი ხარ, სუფთა და სამართლიანი, ვიდრე ღმერთი შეგეწევა; უფალმა შეგქმნა და მისით დგახარ; ნუ უარყოფ და ნუ დაივიწყებ კეთილისმყოფელს, შესაძლოა, სათნოებას აღასრულებ კიდევაც, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ უფალი დაგეხ...
"რატომ არ არის ეს ადამიანი მხიარული?" - ჰკითხეს ერთ ბრძენს და მიუთითეს შურიანზე, რომელიც ყოველთვის ნაღვლიანი სახით დადიოდა. "იმიტომ, - მიუგო კაცთა ბუნების გამოცდილმა მცოდნემ, - რომ ან მას შეემთხვა რაიმე უბედურება, ან მის მოყვასს -...
იხილეთ სრულად
"რატომ არ არის ეს ადამიანი მხიარული?" - ჰკითხეს ერთ ბრძენს და მიუთითეს შურიანზე, რომელიც ყოველთვის ნაღვლიანი სახით დადიოდა. "იმიტომ, - მიუგო კაცთა ბუნების გამოცდილმა მცოდნემ, - რომ ან მას შეემთხვა რაიმე უბედურება, ან მის მოყვასს - რაიმე ბედნიერება".
დემონს თავისი მსგავსი დემონისა არ შურს, არც - სხვა ეშმაკისა; შენ კი, ადამიანო, გშურს ადამიანისა, მაშინვე თანატომელისა და თანამოძმის წინააღმდეგ აღმდგარხარ, რასაც არ აკეთებს ეშმაკიც! რა შენდობა გექნება, არცა - რა გამართლება!