სიბრძნე - ციტატები, გამონათქვამები
სიბრძნე - ციტატები, გამონათქვამები სიბრძნე, გამონათქვამები, ციტატები
ღმერთო, აცხოვნე (უნდა ითქვას მაჭირვებელთა სახელი) და მისი ლოცვით მეც მაცხოვნე - ამ სიტყვებში დიდი სიბრძნეა.
მთელი სიბრძნე კი უფლის ამ დარიგებაშია: შეიყვარე ღმერთი ყოვლითა გულითა, გონებითა, ყოვლითა სულითა და ძალითა შენითა; შეიყვარე მოყვასი, ვითარცა თავი შენი (მთ. 22, 37. 39).
სიბრძნე თავისით არ მოდის. იგი წყალობაა ღვთისა, რომელიც ეძლევა ღვთის მორწმუნე და მოშიშ ადამიანს.
„ხოლო თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, - ვკითხულობთ წმიდა წერილში, - დაე, სთხოვოს ღმერთს, რომელიც ყველას უშურველად მიაგებს მას, და მიეცემა, მაგრამ, დაე, სთხოვოს რწმენით, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ვინაიდან მეჭველი ზღვის ტალღასა ... იხილეთ სრულად
სულგრძელი ადამიანები, რომელნიც შინაგან, სულიერ სიმშვიდეს ყოველ ჟამს ინარჩუნებენ, ბრძენნი არიან და ხშირად დიდად იწოდებიან.
სიბრძნე არის გონების ძალა და უნარი. თუ გონება ფილოსოფიურია, იგი იწყებს სამყაროს აღქმას რწმენით და ამთავრებს უფრო დიდი და ჭეშმარიტი რწმენით.
ღირსი დიონისე ასე გვარიგებს: სიბრძნე გონებას მჭვრეტელობის უნარს ანიჭებს, მჭვრეტელობით ცოდნა მოიპოვება. ჭეშმარიტი ცოდნით კი - ჭეშმარიტებას ვეზიარებით.