სიამაყე - ციტატები, გამონათქვამები
სიამაყე - ციტატები, გამონათქვამები სიამაყე, გამონათქვამები, ციტატები
უფალი ბრძანებს: "ნუ იამაყებს ბრძენი სიბრძნითა თვისითა, ნუ იამაყებს ძლიერი ძლიერებითა თვისითა და ნუ იამაყებს მდიდარი სიმდიდრითა თვისითა, არამედ ამით იამაყე მოქადულო, რომ გულისხმა-მყოფ და მიცნობ მე, რამეთუ მე ვარ უფალი მოქმედი წყ... იხილეთ სრულად
არავინ, თვით უფალიც კი, ამაყ ადამიანს არ განსწავლის, არავის ანიჭებს სიამოვნებას ისეთი ადამიანის განსწავლა, რომელსაც მიაჩნია, რომ ყველაფერი იცის.
ზოგჯერ მორწმუნე და კეთილი ადამიანი მეტისმეტად თვითდაჯერებული ხდება. ამას სიამაყე მოსდევს, სიამაყეს კი სხვა მრავალი ბოროტება. ამიტომ საკუთარი თავის მიმართ მუდმივი ყურადღება გვმართებს.
ენით აღუწერელია ის სულიერი სიცარიელე, რაც ადამიანში ამპარტავნების გამო ისადგურებს. აი, დაუფიქრდი: ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი სამყაროშია, ცოდვაა, ყველაზე დიდი სიკეთე კი – ღვთაებრივი მადლი. სიამაყე კი – ყოველგვარი ცოდვის ფესვია, ... იხილეთ სრულად