ბოროტი აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები - ციტატები, გამონათქვამები
ბოროტი აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები - ციტატები, გამონათქვამები ბოროტი აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები
იმისათვის, რომ გულმა და გონებამ უმანკოება მოიპოვოს, ადამიანმა არ უნდა შეიწყნაროს მზაკვრული აზრები და ამასთან ერთად თვითონაც არ უნდა აზროვნებდეს მზაკვრულად. მან ყველაფერი უბრალოდ და თავმდაბლობით უნდა აკეთოს, თან მოშურნეობით უნდა იღ... იხილეთ სრულად
სული უნდა შევინახოთ და ყოველნაირად დავიცვათ, რათა ბილწ და ბოროტ აზრებთან არ ჰქონდეს ურთიერთობა. როგორც სხეული სხვა სხეულთან შეერთებისას უწმინდურობით სნეულდება, ასევე იხრწნება სული ბილწი და ბოროტი აზრების შეთვისებით და ამავდროულად ... იხილეთ სრულად
დედაკაცის ხილვისას გონება და გრძნობები უნდა დაიცვა ყოველგვარი უკრძალველი გართობისა და მოძრაობებისგან, განსაკუთრებით არაფერი თქვა წინდაუხედავად და ისწრაფე განერიდო მათ კრებულს. თუ მოღვაწეს დემონური საცთურით აღძრული წარმოდგენები აცთ... იხილეთ სრულად
როგორც ბნელი ხვრელიდან სინათლეზე ამომძვრალი გველი ცდილობს გაქცევასა და მიმალვას, ასევე გულახდილი აღსარებით გამომჟღავნებული ბოროტი ზრახვები ადამიანისაგან გაქცევას ცდილობენ.
როგორც ძლიერი წამლები კურნავენ მძიმე ავადმყოფობებს, ასევე მარხვა და ლოცვა განდევნის ავ ზრახვებს.