სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
|
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
თუ საკუთარი ცოდვები გვახსოვს, სხვისაზე ვერასოდეს ვიფიქრებთ
ვინც განუწყვეტლივ ფიქრობს საკუთარ ცოდვებზე, მას არ აქვს ენა, რათა სხვა ადამიანის საქმეებზე ილაპარაკოს.
ვინც საკუთარი ცოდვების სიმძიმეს გრძნობს, ის მოყვასის ცოდვებს არ უყურებს
ცოდვილი ადამიანები განკითხვისას საკუთარ თავს განვიკითხავთ, რადგან არც ჩვენ ვართ თავისუფალნი ცოდვისგან.
თავი შევიკავოთ სხვების განსჯისაგან; საკუთარი შეცოდებები განვსაჯოთ
ნუ განიკითხავ სხვას, არამედ ეცადე, საკუთარი თავი გამოასწორო, რათა თვითონ არ გახდე განსჯის ღირსი.
შემცოდე ძმის ხილვისას ნუ განიკითხავ მას, არამედ შენთვის თქვი: "განა თვითონაც ცოდვილი არა ვარ? რა უფლება მაქვს, რომ სხვა განვიკითხო?".
საკუთარი თავი შეიცანი და ეს საკმარისი იქნება
გამუდმებით მიაპყარი მზერა საკუთარ ცოდვებს, და სხვებს არ განიკითხავ
საკუთარი თავი განსაჯე და სხვების განსჯას შეწყვეტ