ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები ცოდვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ადამიანის სამოთხისეული ბედნიერების თავდაპირველი გამანადგურებელი იყო ცოდვა და ის თავის დამღუპველ მოქმედებას კვლავაც განაგრძობს. ვაი, რომ ჯოჯოხეთი დაგვმწყემსავს.
უმცირესი უმეტესის მიერ იკურთხება – ცოდვაც. დიდი იქნება თუ მცირე, ჭეშმარიტი სინანულის მიერ ქრება.
სასო არ წარიკვეთო, რადგან ღმერთი დიდია და შემცოდეთ შეუნდობს. ოღონდ, როცა შეცდომა მოგდის, სინანული უნდა გქონდეს და თავი აიძულო, რომ მსგავსი რამ აღარ ჩაიდინო.
სატანური ძალები დედამიწაზე თავიანთი მორჩილი იარაღების - ჯადოქრების, ექსტრასენსების, "ნათელმხილველების" და სხვა მაცდუნებლების საშუალებით მოქმედებენ. ბნელი ძალები თავისთავად უძლურნი არიან. მაგრამ ისინი დამანგრეველ ძალას იძენენ, თუკი... იხილეთ სრულად
ეს წუთისოფელი ცოდოს და მადლის ჭიდილია, სხვა არაფერი, ზოგი ცოდოს იკიდებს ზუგზედ და ტყვიასავით მძიმეა, ზოგი მადლს და ბუმბულისავით სუბუქია.
მართალი რას ნიშნავს უფრო ღრმა განმარტებით; ისეთი მორწმუნე, რომელიც ცოდვით ეცემა, მაგრამ მალევე დგება სინანულით, არ კავდება ამ ცოდვაში. ასეთი მართლების ლოცვას აქვს დიდი შეწევნა და რაღა ვთქვა როგორი შეწევნა აქვს წმიდა ლოცვას.