წყარო:
მამობრივი დარიგებანი
ბრძოლა, ქრისტესადმი ჩვენს სიყვარულს წარმოაჩენს
ბრძოლა, ქრისტესადმი ჩვენს სიყვარულს წარმოაჩენს
როცა იესო მოგვიწოდებს და ჩვენც მისდამი წმინდა ერთგულებით ცხოვრებას ავირჩევთ, თავიდან, ცხადია, მისი ყოველი სიტყვის თანმიმდევრულ აღსრულებას ვერ შევძლებთ. ვიცით, ჩვენში სხვა სჯულიც არსებობს, ის წინ აღუდგება საღვთო, ჩვენ მიერ არჩეულ სჯულს და იბრძვის, რომ იესოს სიყვარულს განგვაშოროს. ეს ბრძოლა იმის მანიშნებელი როდია, თითქოს მოწოდების ღირსნი არ ვიყოთ. ჩვენ შიგნით არსებული ცოდვის სჯულის გასანადგურებლად წარმოებული ბრძოლა ქრისტესადმი ჩვენს მგზნებარე სიყვარულს წარმოაჩენს.