პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა - ციტატები, გამონათქვამები
პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა - ციტატები, გამონათქვამები პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა
სასოწარკვეთილების ეშმაკს ბოროტების სიმრავლე ამხიარულებს, ხოლო პატივმოყვარეობის ეშმაკს - სათნოებათა სიმრავლე. პირველის ასული წყლულთა სიმრავლეა, ხოლო მეორესი - შრომის სიმრავლე
დააკვირდი და ნახავ, რომ უკეთური პატივმოყვარეობა საფლავის კარამდე შესამოსლებით შემკული მოგყვება ყველგან, ყოველგვარ საქმეში
მზე ყველაფერს უშურველად ანათებს და ყოველგვარ საქმეში პატივმოყვარეობა იმყოფება; როდესაც ვმარხულობ, ჩევს გონებას ქედმაღლობა იპყრობს, ხოლო, როდესაც გავიხსნილებ, მხოლოდ იმიტომ, რომ მარხვა სხვათა თვალთაგან დავფარო, ჩემი გონება კვლავ მა... იხილეთ სრულად
ქრისტიანობაში პატივმოყვარე კერპმსახურია, რადგან მას ჰგონია, რომ ღმერთი სწამს, სინამდვილეში პატივის მიღება ღვთისაგან კი არა, კაცთაგან სურს
ყველა, ვისაც თავის გამოჩენა სურს, პატივმოყვარეა, მის მარხვას ჯილდო არ მოყვება, ლოცვას - სარგებელი, რადგან ორივეს ადამიანებისაგან საქებრად აღასრულებს
პატივმოყვარე მოღვაწე ორმხრივ ავნებს საკუთარ თავს, რადგან ხორცსაც იტანჯავს და ვერც ჯილდოს მიიღებს
ვინ არ დასცინებს და უფრო მეტად - ვინ არ იგლოვებს პატივმოყვარე მოღვაწეს, რადგან ლოცვაზე დგომისას ხან იცინის, ხან კი ყველას დასანახად ტირის
ხშირად თუ რაიმე სათნოება გაგვაჩნია, ღმერთი გვიმალავს მას, რათა სიმდაბლე შევიძინოთ; რადგან, ვინც გვაქებს და უფრო მეტად - ვინც ქებით გვაცდუნებს, ჩვენს სიმდიდრეზე გვიხელს თვალს, ხოლო ეს სიმდიდრე დანახვისთანავე იღუპება და უჩინარდება
დიდია ის კაცი, ვინც სიხარულით მიიღებს გინებას, ხოლო წმინდა და პატიოსანია იგი, ვინც ქებას თავს უვნებლად გაარიდებს