ჭეშმარიტი მეგობარი იგია, რომელიც უდრტვინველად იტანს თავს დამტყდარ უბედურებას და განიცდის მოყვასის გასაჭირს, როგორც საკუთარს. მეგობარი იგია, ვინც სიყვარულით მიგვითითებს შეცდომებზე და გვიჩვენებს სწორ გზას, ვინც ჩვენთანაა როგორც სიკე...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი მეგობარი იგია, რომელიც უდრტვინველად იტანს თავს დამტყდარ უბედურებას და განიცდის მოყვასის გასაჭირს, როგორც საკუთარს. მეგობარი იგია, ვინც სიყვარულით მიგვითითებს შეცდომებზე და გვიჩვენებს სწორ გზას, ვინც ჩვენთანაა როგორც სიკეთისა და მხიარულების დროს, ისე უკიდურესი გაჭირვების ჟამს, მაშინაც კი, როცა ახლო ნათესავები დაგვტოვებენ.
link
თემა: რწმენა,
თავგანწირვა, თავდადება,
ღვთის უარყოფა, უღმერთობა,
სიყვარული ღვთისადმი,
სიყვარული მოყვასისადმი,
მცნებები, მცნებების დაცვა,
ღვთის აღიარება,
სიყვარული ღვთისა და მოყვასისა
დიდება რომ შევწიროთ უფალს, არ არის საკმარისი მარტო რწმენა, ღმერთი უნდა ვადიდოთ სიტყვით და საქმით უშიშრად, ყველას წინაშე, ხოლო „რომელმან უარმყოს წინაშე კაცთა, - გვაფრთხილებს მაცხოვარი, - უარვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲ...
იხილეთ სრულად
დიდება რომ შევწიროთ უფალს, არ არის საკმარისი მარტო რწმენა, ღმერთი უნდა ვადიდოთ სიტყვით და საქმით უშიშრად, ყველას წინაშე, ხოლო „რომელმან უარმყოს წინაშე კაცთა, - გვაფრთხილებს მაცხოვარი, - უარვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა“ (მთ. 10, 33). საქმით ღვთის დიდება მცნების დაცვას და მის აღსრულებას ნიშნავს. „უკეთუ გიყუარნ მე, - ბრძანებს უფალი, - მცნებანი ჩემნი დაიმარხენით“ (ინ. 14, 15) და „ესე არს მცნებაჲ ჩემი, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარ...
link
ზოგჯერ კითხულობენ: აუცილებელი კი იყო ღვთის განხორციელება, განა მონანიება საკმარისი არ იქნებოდა კაცობრიობისთვისო? რომ ყოფილიყო მხოლოდ ცოდვები, - განმარტავს წმიდა ათანასე დიდი, - საკმარისი იქნებოდა სინანულით განწმენდა, მაგრამ დან...
იხილეთ სრულად
ზოგჯერ კითხულობენ: აუცილებელი კი იყო ღვთის განხორციელება, განა მონანიება საკმარისი არ იქნებოდა კაცობრიობისთვისო?რომ ყოფილიყო მხოლოდ ცოდვები, - განმარტავს წმიდა ათანასე დიდი, - საკმარისი იქნებოდა სინანულით განწმენდა, მაგრამ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ჩვენი სხეული დაექვემდებარა ბუნებრივ ხრწნას და დაკარგა მადლი ღვთის ხატებისა. იმიტომაც უნდა განხორციელებულიყო ძე ღვთისა, რომ აღედგინა ადამიანის დაცემული ბუნება.
link
დიდია უფალი, მიუწვდომელია ძალა და სიბრძნე მისი. უსაზღვრო და განმაცვიფრებელია მოთმინება მისი და უნაპირო სიყვარული ჩვენ ცოდვილთადმი.
ჩვენი სული პირვანდელ სახეს დაიბრუნებს და მშვენიერ ბაღს დაემსგავსება, თუ განუწყვეტლივ მოვუვლით მას, მოვაშორებთ ეკალ-ბარდსა და სარეველას, გავწმენდთ ჭუჭყისაგან, თუ მოვიმკით ნაყოფს სულისა. „ხოლო ნაყოფი სულისა არს: სიყუარული, სიხარუ...
იხილეთ სრულად
ჩვენი სული პირვანდელ სახეს დაიბრუნებს და მშვენიერ ბაღს დაემსგავსება, თუ განუწყვეტლივ მოვუვლით მას, მოვაშორებთ ეკალ-ბარდსა და სარეველას, გავწმენდთ ჭუჭყისაგან, თუ მოვიმკით ნაყოფს სულისა.„ხოლო ნაყოფი სულისა არს: სიყუარული, სიხარული, მშვიდობაჲ, სულგრძელობაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, მყუდროებაჲ, მოთმინებაჲ“ (გალ. 5, 22–23).
link
არ არსებობს ცოდვა, ღვთის სიყვარულს რომ აღემატებოდეს და ჭეშმარიტი სინანულით, აღსარებითა და ზიარებით მისი შენდობა არ შეიძლებოდეს.
თუ ადამიანში არ არის სიძულვილი და ბოროტება, იგი ლოცვით შეეწევა დაცემულს.
რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ
შური ქვენა გრძნობაა, ის შეურაცხყოფს ადამიანის ღირსებას. მოშურნეს ყველაფერი შურს: მოყვასის სიმდიდრე, მისი მდგომარეობა, თანამდებობა, წარმატება. შური აღავსებს მას სიძულვილით, ნგრევის ჟინით, ის მზად არის გაანადგუროს სხვისი კეთილდღეობა...
იხილეთ სრულად
შური ქვენა გრძნობაა, ის შეურაცხყოფს ადამიანის ღირსებას. მოშურნეს ყველაფერი შურს: მოყვასის სიმდიდრე, მისი მდგომარეობა, თანამდებობა, წარმატება. შური აღავსებს მას სიძულვილით, ნგრევის ჟინით, ის მზად არის გაანადგუროს სხვისი კეთილდღეობა. „ხოლო უკუეთუ შური მწარე გაქუნდეს და ჴდომა გულთა შინა თქუენთა, ნუ იქადით და სტყუით ჭეშმარიტებასა ზედა. არა არს ესე სიბრძნე ზეგარდამოსრული, არამედ ქუეყანისაჲ, მშჳნვიერი და საეშმაკოჲ“ (იაკ. 3, 14–15).
link
სიმდიდრისკენ სწრაფვამ ადამიანი გააღატაკა