სიმშვიდე - ციტატები, გამონათქვამები
სიმშვიდე - ციტატები, გამონათქვამები სიმშვიდე, გამონათქვამები, ციტატები
მთელი ძალით შეინარჩუნე სულიერი სიმშვიდე. თუკი ვინმე გაგანაწყენებს, არ იდრტვინო (ქრისტესთან ყოფნისთვის არაფერია სიმშვიდეზე უკეთესი). მშვიდობა მოიპოვე და შენს ირგვლივ ათასეულნი გადარჩებიან. მშვიდობა, ვითარცა შეუფასებელი განძი, უფალმ... იხილეთ სრულად
სულსაც საზრდოობა და უფლის სიტყვით დაპურება უნდა. უწინარეს, ახალი აღთქმისა და დავითნის კითხვაში უნდა გაიწვრთნათ. ამ საქმეს ფეხზე დგომა შეჰფერის, ამგვარი კითხვისას გონება ნათლდება და ღვთიური მადლით ივსება. გარდა ამისა, წმინდა წერილი... იხილეთ სრულად
107. საღვთო სიმშვიდის მქონე ბრძენთა უბრძნესია, გულით მდაბალი კი – მძლავრთა უმძლავრესი, ამიტომაც, ცოდნისმიერად ატარებენ ისინი ქრისტეს უღელს.
31. შეუძლებელია მყუდროება გონებისა სხეულის გარეშე, არცთუ ამათ შორის აღმართული"შუაკედელი" დაირღვევა მყუდროებისა და ლოცვის გარეშე (შდრ. ეფეს.1.14).
30. მყუდროება ესაა უკეთურებათა მოკვეთა და თუნდაც რომ ზემოხსენებული ოთხი სათნოებაც შესძინოს მან თავის ლოცვას, ვერაფერი იქნება მისთვის მყუდროებაზე უფრო სწრაფი შემწე უვნებობისკენ.
198. იაკობმა იოსებს ჭრელი პერანგი შეუკერა, უფალი კი ჭეშმარიტების ცოდნას მიჰმადლებს მშვიდს, როგორც დაწერილია, რომ "ასწავლის უფალი თავის გზებს მშვიდებს" (ფს. 24.9).
191. მშვიდობა ესაა ვნებათაგან გათავისუფლება, რაც სულიწმინდის მოქმედების გარეშე ვერ მოიპოვება.
12. თუ ვინმემ დასძლია მრისხანება, მან ეშმაკები დასძლია, ხოლო თუ ვინმე რისხვას არის დამონებული, ამგვარი ვინმე გაუცხოებულია სამონაზვნო ცხოვრებისგან და შორსაა ჩვენი მაცხოვრის გზათაგან, რადგან ნათქვამია, რომ თვით უფალი ასწავლის მშვიდ ... იხილეთ სრულად
ურისხველობის დასაწყისი ბაგის მდუმარებაა - გულის აღშფოთების ჟამს, შუალედი - აზრთა მდუმარება სულის მსუბუქი აღვძრისას და დასასრული - შეურყეველი მდუმარება არაწმიდა ქართა მობერვისასაც კი.
ურისხველობა უპატიობის გაუმაძღარი სურვილია, ისევე, როგორც პატივმოყვარე ადამიანებს ქების უსასრულო სურვილი შეიპყრობთ ხოლმე. ურისხველობა ბუნების დაძლევაა, რომელიც მრავალი ოფლითა და შრომით მოიპოვება.