ამჟამინდელი, დაცემული სოფელი ჰგავს ძალზე მდიდარ, უზადო გემოვნებით გაკეთებულ, მაგრამ გაუმართავ საათს. მასში ყველაფერია, რაც ადრე იყო და რაც უნდა იყოს, მაგრამ მასში არ არის ჰარმონიულობა და მარადიულობა. ამიტომ ვინც მოინდომებდა, ამ სა...
იხილეთ სრულად
ამჟამინდელი, დაცემული სოფელი ჰგავს ძალზე მდიდარ, უზადო გემოვნებით გაკეთებულ, მაგრამ გაუმართავ საათს. მასში ყველაფერია, რაც ადრე იყო და რაც უნდა იყოს, მაგრამ მასში არ არის ჰარმონიულობა და მარადიულობა. ამიტომ ვინც მოინდომებდა, ამ საათის მიხედვით მოეწყო თავისი ცხოვრების წესი, ყველაფერი ამაო იქნებოდა.
ჩვენს საუკუნეს თავისუფლება თვითნებობამდე დაჰყავს, დამოუკიდებლობა - ანარქიამდე, დათმენა - ინდეფერენტიზმამდე, მშვიდობა - სამხედრო მდგომარეობამდე, პროგრესი - ზნეობის დაცემამდე.
ცოდვით დაცემის დროიდან სოფელი განუწყვეტლივ აცდუნებდა ადამიანებს, აცდუნებდა მათ ჭეშმარიტების გზიდან - ღვთის რწმენისა და სათნოებისგან; სხვათა შორის, სოფლის ეს გავლენა დროის სხვადასხვა მონაკვეთში ერთგვარი არ ყოფილა. ის მეტნაკლებად და...
იხილეთ სრულად
ცოდვით დაცემის დროიდან სოფელი განუწყვეტლივ აცდუნებდა ადამიანებს, აცდუნებდა მათ ჭეშმარიტების გზიდან - ღვთის რწმენისა და სათნოებისგან; სხვათა შორის, სოფლის ეს გავლენა დროის სხვადასხვა მონაკვეთში ერთგვარი არ ყოფილა. ის მეტნაკლებად დამღუპველი იყო, იმისდა მიხედვით, დროის როგორი სული ბატონობდა.
კეთილგონიერებამ და წინდახედულობამ უნდა გვიბიძგოს იმისკენ, რომ არ დავემორჩილოთ ამა ქვეყნის კანონებსა და ჩვეულებებს, როდესაც ისინი ან საერთოდ არ ეთანხმებიან რელიგიისა და ზნეობის კანონებს, ანდა ეწინააღმდეგებიან მათ გულდასმით აღსრულებ...
იხილეთ სრულად
კეთილგონიერებამ და წინდახედულობამ უნდა გვიბიძგოს იმისკენ, რომ არ დავემორჩილოთ ამა ქვეყნის კანონებსა და ჩვეულებებს, როდესაც ისინი ან საერთოდ არ ეთანხმებიან რელიგიისა და ზნეობის კანონებს, ანდა ეწინააღმდეგებიან მათ გულდასმით აღსრულებას. ძალზე მცირე გონება აქვს, ხოლო ნებისყოფა კი, როგორც ჩანს, საერთოდ არ გააჩნია იმას, ვინც გარდაუვალად მიიჩნევს ადამიანთა უმრავლესობის მიერ ერთხანს გამართლებულ, შემდგომში კი - უარყოფილ კანონებს.
ცოცხალი თევზი წყლის დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს, მკვდარი კი - ქვემოთ, წყლის ფსკერისკენ. ჭეშმარიტი ქრისტიანი ცოდვილი სამყაროს ნაკადის წინააღმდეგ მიდის, ცრუ კი - მისი სისწრაფით შეიქცევს თავს.