მადლი - ციტატები, გამონათქვამები
მადლი - ციტატები, გამონათქვამები მადლი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ყველაფერი, რაც სულიერ ცხოვრებაში გაგვაჩნია, ღვთის მადლის საჩუქარია. ნეტარი ავგუსტინეს თქმით, ჩვენი საკუთარი მხოლოდ არარაობაა, და რაც ამაზე უარესია - ცოდვა.
ამპარტავნება მადლს ვერ მიიღებს, რადგან საკუთარი თავითაა აღვსილი; თავმდაბლობას მადლის მიღება ძალუძს, რადგან უგულებელყოფილია როგორც საკუთარი თავისაგან, ასევე - ყოველგვარი ქმნილებისაგან.
თავმდაბალი გული ვაკეს ჰგავს. როგორც წვიმის დროს მთებიდან წყლები ჩამოედინებიან და ვაკეზე გროვდებიან, ასევე ყველა ადამიანზე გადმომდინარე ღვთის მადლი თავმდაბალ გულში გროვდება.
განა მოწყალების გაცემით შენი სიმდიდრე ამოიწურება? იგი არათუ არ ამოიწურება, არამედ - ზეციური მადლიც მიემატება.
აცხოვნე სხვები, თუ გინდა, რომ ცხონდე; აჩუქე დროებითი ბედნიერება მოყვასს, თუ გინდა, რომ მარადიული ბედნიერებით დატკბე; გაუნაწილე მიწიერი მადლი სხვებს, თუ გსურს, ზეციური მადლი იგემო.
ღატაკ და გაჭირვებულ ადამიანს ღმერთი მიაწვდის, რადგან იგი არავის ტოვებს; მაგრამ შენ უპოვარის გაძევებით განეშორე ღვთის მიერ ბოძებულ პატივს, ამით კი ღვთის მადლი განიშორე.
ის, ვინც ერთდროულად არის სიბრძნე, სიმართლე და მადლი, თავის მადლიან მზერას არიდებს მათ, ვინც უსამართლო და უმოწყალო სიბრძნით ამაყობს.
შეგიძლია, წყალი დალიო საკუთარ სახლში; არ არის საჭირო, რომ დროდადრო მოდიოდე მის დასალევად წყაროსთან ან მდინარესთან; ამის მსგავსად, შეგიძლია, შენს სახლში, შენი გულის პატარა ტაძარში იგემო ლოცვა მადლის წყაროსაგან; მაგრამ საჭიროა, რომ ... იხილეთ სრულად