ვნუგეშობთ და ვხარობთ, როცა მკურნალი კურნავს ჩვენს უძლურ სხეულს, თუმცა კი - მწარე წამლით და სასტიკი კურნებით. ვმადლობთ და სამაგიეროს მივაგებთ მას. მით უფრო უნდა გვიხაროდეს და გულით ვმადლობდეთ უფალს, როცა ჩვენს სულიერ უძლურებებს მწუ...
იხილეთ სრულად
ვნუგეშობთ და ვხარობთ, როცა მკურნალი კურნავს ჩვენს უძლურ სხეულს, თუმცა კი - მწარე წამლით და სასტიკი კურნებით. ვმადლობთ და სამაგიეროს მივაგებთ მას. მით უფრო უნდა გვიხაროდეს და გულით ვმადლობდეთ უფალს, როცა ჩვენს სულიერ უძლურებებს მწუხარებითა და განაცდელებით კურნავს.
ჭრილობის სალბუნი, მაშინ მოქმედებს, როცა სნეული მოთმინებით ატარებს მას წყლულზე. სხვაგვარად საუკეთესო სალბუნიც კი, თუ უდროოდ მოაშორებენ წყლულიდან, სნეულს ვერ არგებს. იგივე შეიძლება ითქვას მწუხარებაზეც. თუ მწუხარებას არ დავითმენთ, მა...
იხილეთ სრულად
ჭრილობის სალბუნი, მაშინ მოქმედებს, როცა სნეული მოთმინებით ატარებს მას წყლულზე. სხვაგვარად საუკეთესო სალბუნიც კი, თუ უდროოდ მოაშორებენ წყლულიდან, სნეულს ვერ არგებს. იგივე შეიძლება ითქვას მწუხარებაზეც. თუ მწუხარებას არ დავითმენთ, მან შეიძლება, ვეღარ იმოქმედოს და ვერ შეძლოს, იმ კეთილსასურველი მიზნის მიღწევა, რაც ყოვლადბრძენის განგებულებით გვეგზავნება.
ავადმყოფი წამლის მიღებისას გრძნობს მის მწარე, უსიამოვნო გემოს, მაგრამ ვერ შეიგრძნობს მის მაკურნებელ თვისებებს; საკურნებელ მოწვისა და ჭრილობის დროს მხოლოდ ტკივილს და ფიზიკურ ტანჯვას განიცდის და მხოლოდ მერე, გამოჯანმრთელებისას იგრძნ...
იხილეთ სრულად
ავადმყოფი წამლის მიღებისას გრძნობს მის მწარე, უსიამოვნო გემოს, მაგრამ ვერ შეიგრძნობს მის მაკურნებელ თვისებებს; საკურნებელ მოწვისა და ჭრილობის დროს მხოლოდ ტკივილს და ფიზიკურ ტანჯვას განიცდის და მხოლოდ მერე, გამოჯანმრთელებისას იგრძნობს უსიამოვნო წამლის ძალას, გადატანილი მტანჯველი წვისა და ჭრილობის აუცილებლობასა და გადამრჩენელ ძალას. იგივე ითქმის სულიერი ავადმყოფობის შესახებაც.
ნივთი, რომელიც ოქროს ჰგავს, შეიძლება, სუფთა ოქრო იყოს და შეიძლება, მინარევები ჰქონდეს, ან სულაც არ იყოს ოქრო შიგნიდან. ცეცხლში ოქრო იწმიდება, მინარევი შორდება, ყალბი ნივთიერება კი გამოაშკარავდება. ასევე ადამიანის სათნოება შეიძლება...
იხილეთ სრულად
ნივთი, რომელიც ოქროს ჰგავს, შეიძლება, სუფთა ოქრო იყოს და შეიძლება, მინარევები ჰქონდეს, ან სულაც არ იყოს ოქრო შიგნიდან. ცეცხლში ოქრო იწმიდება, მინარევი შორდება, ყალბი ნივთიერება კი გამოაშკარავდება. ასევე ადამიანის სათნოება შეიძლება იყოს წმიდა და მტკიცე, ღვთისთვის აღსრულებული და ღვთის ძალის მიერ განმტკიცებული, ან უწმიდური, რომელთანაც შერწყმულია ამპარტავნების გულისთქმები, ანგარება და თვითმაამებლობა, ან სულაც მლიქვნელობა: განსაცდელის ცეცხლში სიწმიდე ...