როგორც გამოცდილი მებაღე ხიდან უნაყოფო ყლორტებს ჭრის, რათა წვენი ამოძრავდეს და ნაყოფიერ ტოტებში ჩადგეს, ასევე ყოვლადბრძენი უფალი განსაცდელის ორლესული მახვილით წმენდს სათნო ადამიანის სულს, რათა მან უმეტესი ნაყოფი გამოიღოს.
თუკი მატყლი ვერ გამოდგება საქსოვად, თუ მას მრავალჯერ არ დატკეპნიან და დაჩეჩავენ, რის შედეგადაც ის სუფთავდება და საქსოვად გამოსადეგი ხდება; ასევე ღვთისმოყვარე სული, რომელმაც მრავალი განსაცდელი და მწუხარება გადაიტანა და მამაცურად და...
იხილეთ სრულად
თუკი მატყლი ვერ გამოდგება საქსოვად, თუ მას მრავალჯერ არ დატკეპნიან და დაჩეჩავენ, რის შედეგადაც ის სუფთავდება და საქსოვად გამოსადეგი ხდება; ასევე ღვთისმოყვარე სული, რომელმაც მრავალი განსაცდელი და მწუხარება გადაიტანა და მამაცურად დაითმინა მწუხარება, წმიდავდება, სულიერი ქმედებისთვის ფაქიზდება, და ბოლოს, ცათა სასუფევლის ღირსი ხდება
თუკი სუსტი საგანი, რომელიც მყარს შეეჯახება, ზოგჯერ იმსხვრევა, ბუნებაში მრავალ ისეთ მოვლენასაც ვხვდებით, როცა დაბრკოლებისას საგნის ძალა იზრდება და უფრო მტკიცდება. მდინარე ჩუმად მიადინებს თავის წყლებს, როცა მისი კალაპოტი ფართოა: სწრ...
იხილეთ სრულად
თუკი სუსტი საგანი, რომელიც მყარს შეეჯახება, ზოგჯერ იმსხვრევა, ბუნებაში მრავალ ისეთ მოვლენასაც ვხვდებით, როცა დაბრკოლებისას საგნის ძალა იზრდება და უფრო მტკიცდება. მდინარე ჩუმად მიადინებს თავის წყლებს, როცა მისი კალაპოტი ფართოა: სწრაფად და ძლიერად მიისწრაფის მაშინ, როცა გარშემო ვიწრო, კლდოვანი ნაპირები აწვება. ბჟუტავს და სრულიად ქრება ნაპერწკალი, როცა ჰაერი არ მოძრაობს: ხოლო დიდ კოცონად გადაიქცევა, როცა ქარი ცეცხლს გააღვივებს. ქრისტიანი, არ მცონარე...
რკინის იარაღებით დამუშავებული და ლპობადი ნივთიერებებით განაყოფიერებული მიწა განსაკუთრებით ნაყოფიერი ხდება: ასევე გული, რომელიც მწუხარებებით მუშავდება, დამცირებით რწყულდება, უმაღლესი სათნოებების განსაკუთრებულ უნარს იძენს.
როგორც მაგარ ხეებს ძირ-ფესვიანად ვერ ამოთხრის ქარის შემოტევა, თუნდაც მრავალი მხრიდან უტევდეს მას, პირიქით, ამით ხეს უფრო მყარსა და მტკიცესაც კი ხდის. ასევე სულს, რომელიც წმიდად და კეთილზნეობრივად ცხოვრობს, განსაცდელები და მწუხარებ...
იხილეთ სრულად
როგორც მაგარ ხეებს ძირ-ფესვიანად ვერ ამოთხრის ქარის შემოტევა, თუნდაც მრავალი მხრიდან უტევდეს მას, პირიქით, ამით ხეს უფრო მყარსა და მტკიცესაც კი ხდის. ასევე სულს, რომელიც წმიდად და კეთილზნეობრივად ცხოვრობს, განსაცდელები და მწუხარებები ვერ დასცემენ, არამედ მასში კიდევ უფრო მეტ მოთმინებას გამოიწვევენ, როგორც მათ ნეტარი იობი გახადეს უფრო დიდებული და პატივცემული.
თაფლი, რომელიც კვლიავის მწარე მცენარისგან კეთდება, საუკეთესოდ ითვლება. სიკეთეც, რომელიც ცხოვრებისეული განსაცდელების ჟამს, ტანჯვა-წამებით აღესრულება, უმაღლესი სიკეთეა.