მასმედია, ტელევიზია - ციტატები, გამონათქვამები
მასმედია, ტელევიზია - ციტატები, გამონათქვამები მასმედია, ტელევიზია, გამონათქვამები
ღირსეული პიროვნებები ჩვენთან სათანადოდ არ არიან დაფასებულნი. მათ ნაცვლად წინ წამოწეული არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც მნიშვნელოვანი არაფერი აქვთ გაკეთებული (ყოველ შემთხვევაში დღეისათვის), ან ისინი, რომელნიც უგულებელყოფენ სულიერ ... იხილეთ სრულად
საზოგადოების, განსაკუთრებით კი მოზარდი თაობის მსოფლმხედველობას მნიშვნელოვანწილად აყალიბებს ტელევიზია. სამწუხაროდ, მისი საშუალებით ბოლო დროს სულ უფრო ხშირად აქვს ადგილი იდეოლოგიური დატვირთვის მქონე გადაცემებით არატრადიციული ცხოვრებ... იხილეთ სრულად
დღეს კულტურასა და ცხოვრების წესზე ზემოქმედების ყველაზე მძლავრ იარაღად ისეთი საშუალებები იქცა, როგორიცაა მასმედია, კინოხელოვნება, ინტერნეტი და სხვ.
სამწუხაროდ, ტელევიზია, პრესა და ფილმები, რომლებიც პროპაგანდას ეროტიკას და ძალმომრეობას უწევენ, ბოლომდე არღვევენ საზოგადოების ჯერ კიდევ შემორჩენილ ზნეობრივ ჯებირს. და ეს ყველაფერი დღეს თავისუფლებისა და დემოკრატიის სახელით ინიღბება.... იხილეთ სრულად
მამა გაბრიელ, თუ შეიძლება მამათა მონასტერში ტელევიზორი გვქონდეს, ინფორმაცია რომ მოვისმინოთ?
მალე ადამიანს აღარ დასჭირდება მეგობრების მონახულება, კონფერენციებზე სიარული, სკოლაში წასვლა გაკვეთილებზე დასასწრებად. ის ამის გაკეთებას შესძლებს სატელევიზიო სისტემის მართვით, სახლიდან გაუსვლელად. ადამიანი დარჩება სამყაროში, როგორც... იხილეთ სრულად
ტელევიზორი მტერია, რომელთანაც მოლაპარაკება არ შეიძლება. მის აგრესიას არა აქვს საზღვარი და საზომი. თუ საჰარის უდაბნო წელიწადში ხუთი კილომეტრით ფართოვდება, ტელევიზორი გამარჯვების მარშით მიაბიჯებს მთელ პლანეტაზე, აშრობს რა უკანასკნელ... იხილეთ სრულად
ტელევიზორი აშორებს ერთმანეთისაგან ერთ სახლში, ოჯახში მცხოვრებ ადამიანებს, ცვლის რა მათ ურთიერთობებს ეკრანულ მოჩვენებათა აჩრდილებით. ადამიანმა დაკარგა რა ცოცხალი ადამიანის შეგრძნება, დაკარგა მისი სიყვარული და თანაგრძნობა. იგი აღარ ... იხილეთ სრულად
ტელევიზორმა ადამიანში აღზარდა განცხრომა, სიბარიტობა, ზმანებისადმი და ოცნებისადმი მიდრეკილება. ის ახდენს ადამიანის ნების პარალიზებას. სული განებივრებული, მგრძნობიარე და ისტერიული ხდება. ტელევიზორი წარმოადგენს ვნებათა კონცენტრაციას.... იხილეთ სრულად