საკუთარი თავის შეცნობა - ციტატები, გამონათქვამები
საკუთარი თავის შეცნობა - ციტატები, გამონათქვამები საკუთარი თავის შეცნობა, გამონათქვამები
თუ შენ მკაცრი ხარ სხვების მიმართ, - წერს წმიდა იოანე ოქროპირი - და ხედავ მათ მცირე შეცდომებსაც კი, რატომ არ ამჩნევ საკუთარ დიდ ცოდვებს? ყოველი ადამიანი ხომ თავის თავს უკეთ იცნობს, ვიდრე სხვას; საკუთარი თავი მეტად უყვარს, ვიდრე სხვ... იხილეთ სრულად
როდესაც მთელი სიმართლით დაინახავ საკუთარ შინაგან სახეს, უკვე იოლად გადაჭრი მრავალ საკითხს, ადვილად იპოვი შენს ადგილს ცხოვრებაში.
აუცილებელია, თითოეულ ჩვენგანს ნათელი წარმოდგენა ჰქონდეს სამ საკითხზე; ესაა: შემეცნება ღვთისა და მისდამი ჩვენი დამოკიდებულების გარკვევა, შეხედულება ადამიანზე და ადამიანთა შორის ურთიერთობაზე; შეცნობა საკუთარი თავისა.
ამპარტავნებიდანვე მომდინარეობს სხვათა განსჯის სურვილი და ვერ დანახვა საკუთარ უძლურებათა.
გსურს იყო მართალი, კარგად უნდა დარწმუნდე, რომ შინაგანად დაცემული ხარ
აუცილებელია როგორც ისტორიის, ისე ჩვენი ცხოვრების სულიერი მხარის გაგება, რაც, ამავე დროს, საკუთარი თავის შეცნობას გაგვიადვილებს.
ჩვენთვის თავისუფლება ნიშნავს საკუთარი თავის შეცნობას, სრულყოფისაკენ სწრაფვას, ჩვენი სულის სიღრმეში ღვთის ხატად შექმნილი ჩვენი დაფარული „მე“-ს პოვნას. თავისუფლება სწორედ ამ რეალურ „მე“-მდე მიღწევა და მისი აღმოჩენაა, ცოდვითი ცხოვ... იხილეთ სრულად
ცოდვით დაცემამ დააშორა ადამიანი ღმერთს. თუ გვსურს უფალთან დაახლოება, ცოდვებისაგან თანდათანობითი განშორებითა და ჩვენი თავის შეცნობით უნდა დავიწყოთ.