ზოგჯერ ამბობენ: მეცნიერება და რწმენა ერთმანეთს ეწინააღმდეგებაო. არ არის სწორი. განა შეიძლება ისინი დაუპირისპირდნენ ურთიერთს, როდესაც ჩვენი ყოფის სულ სხავადასხვა სფეროებს მოიცავენ: რწმენა - სულიერს, მეცნიერება - მატერიალურს? ისინი ...
იხილეთ სრულად
ზოგჯერ ამბობენ: მეცნიერება და რწმენა ერთმანეთს ეწინააღმდეგებაო. არ არის სწორი. განა შეიძლება ისინი დაუპირისპირდნენ ურთიერთს, როდესაც ჩვენი ყოფის სულ სხავადასხვა სფეროებს მოიცავენ: რწმენა - სულიერს, მეცნიერება - მატერიალურს? ისინი ერთმანეთს კი არ გამორიცხავენ, არამედ ავსებენ და აუცილებელნი არიან პიროვნებისა და საზოგადოების ნორმალური განვითარებისა და არსებობისათვის
ზოგიერთს ჰგონია, რომ განათლება, სულიერი იქნება თუ საერო, - მხოლოდ ცოდნის მიღებაა. სინამდვილეში, ეს ასე არაა. განათლებული ეწოდება ადამიანს, რომელსაც არამარტო ცოდნა აქვს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, გააჩნია სულიერება, სულიერი ნათელი ...
იხილეთ სრულად
ზოგიერთს ჰგონია, რომ განათლება, სულიერი იქნება თუ საერო, - მხოლოდ ცოდნის მიღებაა. სინამდვილეში, ეს ასე არაა. განათლებული ეწოდება ადამიანს, რომელსაც არამარტო ცოდნა აქვს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, გააჩნია სულიერება, სულიერი ნათელი უნდა მიიღოთ.
თუკი სულიერი განვითარება და ზნეობრივი ამაღლება მოხდება თქვენში და ამასთან ცოდნასა და განათლებასაც მიიღებთ, ბედნიერი ადამიანები იქნებით.
გმირობა, რა სახისაც არ უნდა იყოს, სულის ღონეა და არა ხორცისა, და ამიტომაც გმირის სიყვარული მარტო სულითვე ღონიერს შეუძლიან. აქ ხორციელს თვალს ვერას გააჭრევინებთ, სულიერი თვალი უნდა და ამ სულიერის თვალის ახილება მარტო ცოტად თუ ბევრა...
იხილეთ სრულად
გმირობა, რა სახისაც არ უნდა იყოს, სულის ღონეა და არა ხორცისა, და ამიტომაც გმირის სიყვარული მარტო სულითვე ღონიერს შეუძლიან. აქ ხორციელს თვალს ვერას გააჭრევინებთ, სულიერი თვალი უნდა და ამ სულიერის თვალის ახილება მარტო ცოტად თუ ბევრად რიგიანს განათლებას შეუძლიან და სხვას არაფერს.
არც უწიგნობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდან გამოხედვა. უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა და მარტო წიგნითაც საკმაოდ გრძელი არ არის. უკადრისობად მიგვაჩნია ჭკუა უწიგნო ტყაპუჭქვეშაც ვიგულვოთ. ჩვენ ვთაკილობთ და არა გვჯერა, რომ ყველა გონ...
იხილეთ სრულად
არც უწიგნობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდან გამოხედვა. უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა და მარტო წიგნითაც საკმაოდ გრძელი არ არის. უკადრისობად მიგვაჩნია ჭკუა უწიგნო ტყაპუჭქვეშაც ვიგულვოთ. ჩვენ ვთაკილობთ და არა გვჯერა, რომ ყველა გონიერი კაცი, თუნდა უწიგნოც, ზოგჯერ მწიგნობარისათვისაც კი ოსტატია.
მონაზვნობა, პირველ რიგში, სულის სიწმინდეა. მორჩილების გარეშე კი მისი მიღწევა შეუძლებელია. ამიტომაც თუ არ არის მორჩილება, იქ არც მონაზვნობაა. არა–მორჩილი – არც მონაზონია, ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით. მონაზვნობის გარეშე შეიძლე...
იხილეთ სრულად
მონაზვნობა, პირველ რიგში, სულის სიწმინდეა. მორჩილების გარეშე კი მისი მიღწევა შეუძლებელია. ამიტომაც თუ არ არის მორჩილება, იქ არც მონაზვნობაა. არა–მორჩილი – არც მონაზონია, ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით. მონაზვნობის გარეშე შეიძლება დიდ სიმაღლეებს მიაღწიო და მოწამებრივ სრულყოფილებამდეც კი ახვიდე, მაგრამ გონების სიწმინდე მხოლოდ მონაზვნების ხვედრია, რომელიც მორჩილების ღვაწლით მიიღწევა. აი, რატომ მივიჩნევთ მორჩილებას მონაზვნობის საფუძვლად.
მონაზვნობა – ეს ლიტურგიკული გარდამოცემის მსგავსი გადმოცემაა, რომლის აღქმა მხოლოდ წიგნების საფუძველზე შეუძლებელია ადამიანისათვის. გონება, სულიერი ცოდნითაც კი არ თვინიერდება. პირიქით, მორჩილების საფუძველს მოკლებული, ამ ცოდნით ამაყობ...
იხილეთ სრულად
მონაზვნობა – ეს ლიტურგიკული გარდამოცემის მსგავსი გადმოცემაა, რომლის აღქმა მხოლოდ წიგნების საფუძველზე შეუძლებელია ადამიანისათვის. გონება, სულიერი ცოდნითაც კი არ თვინიერდება. პირიქით, მორჩილების საფუძველს მოკლებული, ამ ცოდნით ამაყობისა და პატივმოყვარეობისაკენ არის მიდრეკილი და არც თუ იშვიათად იმ გველს ემსგავსება, რომელიც ყვავილების ნექტარს შხამად აქცევს.