მონაზონს არ შეშვენის ქვეყნიური საფასეებისადმი მიდრეკა, არც გატაცება მშვენიერი ნაგებობებით, ვენახებითა და მსხმოიარე ბაღებით, ფრინველითა და საქონლით და სხვა საქმეებით, არამედ კიდეც რომ აკლდეს აუცილებელი სახმარი, მაინც უნდა მადლობდეს...
იხილეთ სრულად
მონაზონს არ შეშვენის ქვეყნიური საფასეებისადმი მიდრეკა, არც გატაცება მშვენიერი ნაგებობებით, ვენახებითა და მსხმოიარე ბაღებით, ფრინველითა და საქონლით და სხვა საქმეებით, არამედ კიდეც რომ აკლდეს აუცილებელი სახმარი, მაინც უნდა მადლობდეს ღმერთს, ხოლო სოფელი შერაცხოს უცხოდ. რადგან თუ გაიტაცა ქვეყნიურის სიყვარულმა, ვერ იქნება ღვთის მეგობარი და ვერც კაცობრიულ ზრახვებს განეშორება.
მონაზვნობის ხარისხის მიმღებმა უნდა იცოდეს, რომ სადღაც მარტოობაში განსაკუთრებით ესხმის თავს ბოროტი სული, რომელსაც სურს, ცხონების სწორ გზას მოსწყვიტოს იგი.
ცოდნა იმითია კიდევ კარგი, რომ იმან უფროს-უმცროსობა არ იცის. როგორც საყდარი, როგორც ეკლესია, როგორც თვითონ ღმერთი, - ერთნაირად შეივედრებს, ერთნაირად შეივედრებს, ერთნაირად შეიკედლებს, ერთნაირად იშვილებს ხოლმე ძონძებში გახვეულ გლეხსა...
იხილეთ სრულად
ცოდნა იმითია კიდევ კარგი, რომ იმან უფროს-უმცროსობა არ იცის. როგორც საყდარი, როგორც ეკლესია, როგორც თვითონ ღმერთი, - ერთნაირად შეივედრებს, ერთნაირად შეივედრებს, ერთნაირად შეიკედლებს, ერთნაირად იშვილებს ხოლმე ძონძებში გახვეულ გლეხსაც და ბუზმენტებით მორთულს თავადსაცა. ყველას ერთნაირად მოუხდება, ყველას ერთნაირად დაამშვიდებს ხოლმე, ოღონდ კი კაცი გულ-მონდომილი და მოწადინებული მივიდეს კარამდისა.
ცოდნა თითონ თავის-თავადაც სიმდიდრეა-მეთქი, მერე იმისთანა მადლიანი სიმდიდრეა, რომ რაც უნდა ბევრს დაურიგო, ბევრს გაუწილადო, შენ არა დაგაკლდება-რა, თუ არ მოგემატება. ამ შემთხვევაში ცოდნა ანთებულ სანთელსა ჰგავს: ერთს სანთელზედ რომ ათა...
იხილეთ სრულად
ცოდნა თითონ თავის-თავადაც სიმდიდრეა-მეთქი, მერე იმისთანა მადლიანი სიმდიდრეა, რომ რაც უნდა ბევრს დაურიგო, ბევრს გაუწილადო, შენ არა დაგაკლდება-რა, თუ არ მოგემატება. ამ შემთხვევაში ცოდნა ანთებულ სანთელსა ჰგავს: ერთს სანთელზედ რომ ათასს სხვა სანთელს მოუკიდო, სანთელს ამით არც ალი დააკლდება, არც სინათლე, არც სიცხოვლე. პირიქით, იმატებს კიდეც, რადგან ერთის მაგიერ ათასი სხვა სანთელი იმასთან ერთად დაიწყებს ლაპლაპსა.
სანთელს კიდევ იმაში ჰგავს ცოდნა, რომ თუნ...
ცოდნა აამპარტავნებს და სიყვარული აღაშენებს... ზოგი წმინდანთა ცხოვრებას კითხულობს და ამპარტავნებით ბაძავს მათ და არა სწავლებას იღებს მათგან. და კიდევ, რაც ეკლესიამ მიიღო, მხოლოდ იმ წიგნების წაკითხვა შეიძლება, აპოკრიფული სახარებისა ...
იხილეთ სრულად
ცოდნა აამპარტავნებს და სიყვარული აღაშენებს... ზოგი წმინდანთა ცხოვრებას კითხულობს და ამპარტავნებით ბაძავს მათ და არა სწავლებას იღებს მათგან. და კიდევ, რაც ეკლესიამ მიიღო, მხოლოდ იმ წიგნების წაკითხვა შეიძლება, აპოკრიფული სახარებისა - არა, რადგან ზოგი სახეცვლილია უკვე.