თავი ავარიდოთ ავისმეტყველებას, ამ უდიდეს და სამწუხაროდ, ძალზე გავრცელებულ ცოდვას; მომაბეზრებელი ბუზებივით ნუ მივეტანებით სხვის ჭრილობებს; უმჯობესია, მივბაძოთ გონიერ ფუტკარს, რომელიც ყოველთვის ყვავილებზე ჯდება.
ვერ მოვასწარი კეთილმსახური ღვაწლის დაწყება და უკვე მზვაობრობით დავსნეულდი. ვერ მოვასწარი კარიბჭეში შესვლა და უკვე შინაგან საკურთხეველზე ვოცნებობ. ჯერ ღმრთის სათნო ცხოვრება არ დამიწყია და უკვე ჩემს ახლობლებს ვამხილებ. ჯერ ვერ გავიგ...
იხილეთ სრულად
ვერ მოვასწარი კეთილმსახური ღვაწლის დაწყება და უკვე მზვაობრობით დავსნეულდი. ვერ მოვასწარი კარიბჭეში შესვლა და უკვე შინაგან საკურთხეველზე ვოცნებობ. ჯერ ღმრთის სათნო ცხოვრება არ დამიწყია და უკვე ჩემს ახლობლებს ვამხილებ. ჯერ ვერ გავიგე, რა არის ჭეშმარიტება და სხვების მოძღვრობა მწადია. სულო ჩემო! ღმერთმა ყველაფერი მოგანიჭა – აზრი, გონება, ცნობა, განსჯა; შეიცანი რა არის შენთვის სასარგებლო. როგორ ოცნებობ სხვებისთვის ნათლის გადაცემაზე, როცა თვითონ წყვდია...
ეკლესია საზრდოთი გვზრდის. შვიდი საიდუმლოს აღსრულებით ჩვენ იგი სულიერ მადლს მოგვანიჭებს. ყველაზე მთავარი ქველმოქმედება ეკლესიისა ის არის, რომ იგი თავის შვილებს ერთმანეთს აყვარებს და ერთმანეთთან აერთებს. ამაო წუთისოფელი ადამიანს ადა...
იხილეთ სრულად
ეკლესია საზრდოთი გვზრდის. შვიდი საიდუმლოს აღსრულებით ჩვენ იგი სულიერ მადლს მოგვანიჭებს. ყველაზე მთავარი ქველმოქმედება ეკლესიისა ის არის, რომ იგი თავის შვილებს ერთმანეთს აყვარებს და ერთმანეთთან აერთებს. ამაო წუთისოფელი ადამიანს ადამიანისაგან განაშორებს, ეკლესია კი, პირიქით, შეაერთებს. მაგრამ ეკლესიას მხოლოდ მათთვის მოაქვს სარგებელი, განათლება და ცხონება, რომელნიც მის ხმას ისმენდნენ (I, 475-476).
ეკლესიამ უნდა შეგვინარჩუნოს ჩვენი ტრადიცია, სახე, ფესვები. ქართველი კაცი თუ ფესვებს მოწყდა, დაკარგავს იმ სახეს, რომელიც უფალმა გვიბოძა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ფასეულობანი, ის კულტურა, ის ტრადიციები, რომლითაც ამაყობდ...
იხილეთ სრულად
ეკლესიამ უნდა შეგვინარჩუნოს ჩვენი ტრადიცია, სახე, ფესვები. ქართველი კაცი თუ ფესვებს მოწყდა, დაკარგავს იმ სახეს, რომელიც უფალმა გვიბოძა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ფასეულობანი, ის კულტურა, ის ტრადიციები, რომლითაც ამაყობდა და დღესაც ამაყობს ქართველი კაცი.
ეკლესია ადამიანთა შემაერთებელი, სიყვარულისა და ერთობის მასწავლებელია. ეს სოფელი და ამსოფლიური საქმე კაცს კაცისაგან განყოფს, განაშორებს, ხშირად კი გადაამტერებს კიდეც, ხოლო ეკლესია პირიქით, შეაერთებს, დააახლოებს, კაცს კაცს შეაყვარებ...
იხილეთ სრულად
ეკლესია ადამიანთა შემაერთებელი, სიყვარულისა და ერთობის მასწავლებელია. ეს სოფელი და ამსოფლიური საქმე კაცს კაცისაგან განყოფს, განაშორებს, ხშირად კი გადაამტერებს კიდეც, ხოლო ეკლესია პირიქით, შეაერთებს, დააახლოებს, კაცს კაცს შეაყვარებს. ეკლესიაში ყველანი ერთნი ვართ, ყველასათვის ერთი წირვა-ლოცვა სრულდება, ერთი ემბაზისაგან ვიღებთ ნათელს, ერთი ბარძიმისაგან ვიღებთ წმინდა ზიარებას. ყოველივე ამის სანაცვლოდ ჩვენც ერთგული და მორჩილი უნდა ვიყოთ მისი (I, 488-4...