სინანული - ციტატები, გამონათქვამები
სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები
სასიკვდილოა მონანიების გარეშე დატოვებული ყოველი ცოდვა, რომელზეც სხვის გამო წმინდანმაც რომ ილოცოს, არ იქნება შესმენილი.
საკუთარ ცოდვათა ხედვის გარეშე შეუძლებელია სინანული, სინანულის გარეშე შეუძლებელია მადლის მოხვეჭა, მადლის გარეშე კი - მიახლოება ღმერთთან. იმისათვის, რომ ვნებებს, მანკიერებებსა და ცოდვებს ვებრძოლოთ, უნდა გვახსოვდეს, თუ საით მივყავართ... იხილეთ სრულად
როცა აღმოსავლური ეკლესიის წმინდა მამებმა, განსაკუთრებით მეუდაბნოვეებმა, სულიერი ვარჯიშების სიმაღლეს მიაღწიეს, მაშინ ყველა ეს ვარჯიშები მხოლოდ ერთს - სინანულს ერწყმოდა. მათი ცხოვრება და მოღვაწეობა მთლიანად სინანულს წარმოადგენდა, რა... იხილეთ სრულად
როგორც მონანულისთვის უცხოა ამპარტავნება, ისე ნებით შემცოდეს ვერ ხელეწიფება სიმდაბლე.
როგორ შეიძლება გვქონდეს იმედი ცხონებისა, როცა ჩვენ ყოველ დღე დაწყლულებულ ვიქმნებით ცოდვისაგან და წამალს არავითარს არ ვხმარობთ, სინანულში არ შევდივართ.
პირველ რიგში მოინანიე საკუთარი ცოდვები, მეორედ ის ცოდვები, რომლისკენაც უბიძგე მოყვასს, ცდუნებით ან ცუდი მაგალითით; მესამედ - იმ კეთილი საქმეების გამო, რომლებიც შეგეძლო გეკეთებინა და არ გააკეთე, მეოთხედ - იმ კეთილი საქმეების გამო, ... იხილეთ სრულად
მონანიებულ სულს უფალი აძლევს სამოთხეს და სასუფეველს თავისთან. ურიცხვი გულმოწყალების გამო იგი არ იხსენებს ჩვენს ცოდვებს, როგორც არ გაუხსენა იგი ჯვარზე ავაზაკს.
მონანიებით აღსრულდება სამარცხვინო საქმეებში ჩადენილ სიბილწეთაგან განწმენდა. შემდგომ ამისა, თანაზიარვექმნებით სულიწმიდას, მაგრამ ზერელე დამოკიდებულებით კი არა, რწმენის ძალით, უდრეკად და მორჩილი სულის ღრმა სინანულში მყოფობით.
მოინანიე შენი წარსული ცხოვრება, რადგან იგი სრულიად საწინააღმდეგო იყო ქრისტეს ცხოვრებისა. რადგან აქამდე მისი მეგობრები მტრები იყვნენ შენთვის, ესენია: სიღატაკე და ღატაკები, მწუხარენი და მწუხარება, დევნა და დევნულნი. შენ ჰგავდი იმ ბო... იხილეთ სრულად
მინახავს უწმინდური სულები, რომლებიც ხორციელი სიყვარულის ვნებით იწვოდნენ, მაგრამ შემდეგ სინანული მოიპოვეს და რადგან სიყვარულის გამოცდილება ჰქონდათ, მთელი ტრფობა ღვთისკენ მიმართეს, ყოველგვარი შიში უკუაგდეს და ღვთის სიყვარულს მისწვდნ... იხილეთ სრულად