ეშმაკი, ვითარცა ლომი მყვირალი, მიმოვალს და ეძიებს ვინმცა შთანთქა. არ შეგვიწყდება ჩვენ გულისმიერი ყურადღება, სიფხიზლე, აზრებზე წინააღდგომა და ლოცვა იესო ქრისტეს მიმართ, რადგან უკეთესი შეწევნა, ვიდრე იმისა რომელიც იესოსაგან არის, არ...
იხილეთ სრულად
ეშმაკი, ვითარცა ლომი მყვირალი, მიმოვალს და ეძიებს ვინმცა შთანთქა. არ შეგვიწყდება ჩვენ გულისმიერი ყურადღება, სიფხიზლე, აზრებზე წინააღდგომა და ლოცვა იესო ქრისტეს მიმართ, რადგან უკეთესი შეწევნა, ვიდრე იმისა რომელიც იესოსაგან არის, არ შეიძლება ინახოს სადმე იმიტომ, რომ მხოლოდ ის არის უფალი და როგორც ღმერთმა, მან იცის დემონების ხრიკები.
ეშმაკეულთან ახლოს როცა ხარ დიდად უნდა გაფრთხილდე, რომ მტერმა არ შთაგაგონოს, თითქოს ძალიან ღვთისმოყვარული ხარ, მადლმოსილი და ა. შ. ყოველივე ამას მტერი იმიტომ შთაგაგონებს, რომ შენს თავზე იფიქრო – სხვათაგან განსხვავებით ღვთივსათნო ცხ...
იხილეთ სრულად
ეშმაკეულთან ახლოს როცა ხარ დიდად უნდა გაფრთხილდე, რომ მტერმა არ შთაგაგონოს, თითქოს ძალიან ღვთისმოყვარული ხარ, მადლმოსილი და ა. შ. ყოველივე ამას მტერი იმიტომ შთაგაგონებს, რომ შენს თავზე იფიქრო – სხვათაგან განსხვავებით ღვთივსათნო ცხოვრებით ვცხოვრობო. კაცი, რომელიც ამ ფიქრს შეითვისებს, კარგავს უფლისაგან ყოველგვარ ჯილდოს.
ეშმაკები ცნობენ ადამიანებს და ეშინიათ იმათი, რომელთა გონება შებოჭილია არა ამქვეყნიური საქმეებით და თუმცა დედამიწაზე დადიან, სული და გონება მათი ზეცაშია.
ეშმაკები სულები არიან. ჰოდა, ისინი ენათესავებიან და ემსგავსებიან ჩვენს საკუთარ სულს, გონებას. ხოლო სულის ჭკუა არის გამომზრდელი, რადგან გულში მოაქვს გონივრული მოძრაობის ყოველგვარი სახე და აზრი, გული კი გადაამუშავებს ყოველივე ამას დ...
იხილეთ სრულად
ეშმაკები სულები არიან. ჰოდა, ისინი ენათესავებიან და ემსგავსებიან ჩვენს საკუთარ სულს, გონებას. ხოლო სულის ჭკუა არის გამომზრდელი, რადგან გულში მოაქვს გონივრული მოძრაობის ყოველგვარი სახე და აზრი, გული კი გადაამუშავებს ყოველივე ამას და აწვდის შემეცნებას – ჰოდა გონება ამგვარად ტყუვდება... ანუ უწმინდური სული ქურდულად აბინდებს გონებას, და იგი ამას, ჩვეულებისამებრ, როგორც არის ისე აძლევს გულს. და თუ გული განწმენდილი არ არის, ბრმად გადასცემს მას შემეცნება...
ეშმაკები, როცა გიახლოვდებიან და საბრძოლო საყვირს ჩაჰბერავენ, იქით არ მიდიან, სადაც შენ მათ წუწუნის გარეშე დაამარცხებ, არამედ გცდიან, სად გაქვს სუსტი ადგილი. იქ გინგრევენ ციხის კედელს, სადაც სულაც არ ელი. და როცა სულს უილაჯოს ჰპოვე...
იხილეთ სრულად
ეშმაკები, როცა გიახლოვდებიან და საბრძოლო საყვირს ჩაჰბერავენ, იქით არ მიდიან, სადაც შენ მათ წუწუნის გარეშე დაამარცხებ, არამედ გცდიან, სად გაქვს სუსტი ადგილი. იქ გინგრევენ ციხის კედელს, სადაც სულაც არ ელი. და როცა სულს უილაჯოს ჰპოვებენ, მონაკვეთს კი – სუსტს, ამარცხებენ კიდეც ყოველთვის და დამნაშავედ ხდიან მას.
ეს მწუხარება სულში შეურაცხყოფის გზით კი არ შეჰყავს, როგორც ჩვევია ეშმაკს, არამედ სულსა და მის ყველა ძალის თხელ, გონებისმიერ აპკს გადააფარებს, ამით სულს აუხეშებს და გრძნობიერებას აკარგვინებს. ეშმაკი მწუხარებით კლავს სიყვარულსა და რ...
იხილეთ სრულად
ეს მწუხარება სულში შეურაცხყოფის გზით კი არ შეჰყავს, როგორც ჩვევია ეშმაკს, არამედ სულსა და მის ყველა ძალის თხელ, გონებისმიერ აპკს გადააფარებს, ამით სულს აუხეშებს და გრძნობიერებას აკარგვინებს. ეშმაკი მწუხარებით კლავს სიყვარულსა და რწმენას, და გონებას იმის უნარს ართმევს, რომ გადარჩენის გზა ეძებოს.