შეიძარ სულო და შეირიყე! გონებავ, შეძრწუნდი და ძრწოლა შეიდევ! საგრძნობელნო, არევა და ქოთება გეგულებათ შესამთხვევად! ამისთვის რომ წმიდანიცა ზეცისა ძალნი შეიძრნენო, ქრისტე გვიბრძანებს. და არათუ მარტოდ წმიდანი ზეცისა ძალნი, არამედ სრუ...
იხილეთ სრულად
შეიძარ სულო და შეირიყე! გონებავ, შეძრწუნდი და ძრწოლა შეიდევ! საგრძნობელნო, არევა და ქოთება გეგულებათ შესამთხვევად! ამისთვის რომ წმიდანიცა ზეცისა ძალნი შეიძრნენო, ქრისტე გვიბრძანებს. და არათუ მარტოდ წმიდანი ზეცისა ძალნი, არამედ სრულებით ყოველნი დაბადებულნი, ხხილულნიცა და უხილავნიცა, ძრწოლით მოიცვიანო. პირველად ოთხთავე ნივთთა მიეღებისთ ძალი მშობელობისა, წარმდინარეობისა, შვენივრად ბევრისა და ნათლის მფენელობისა. ცანი წარიგრაგნენ, ვითარცა ტყავი, მცესა...
ეშმაკი წინ ეღობება ლოცვას, რათა ჩვენი დატყვევება იოლად შეძლოს. განგვაცდევინებს უდებებას, გაგვიჩენს სხვადასხვა საზრუნავს, შეგვიქმნის ასობით დაბრკოლებას ერთადერთი მიზნით – ხელი შეუშალოს ლოცვას.
დემონებს, როგორც ეს მრავალი შემთხვევით...
იხილეთ სრულად
ეშმაკი წინ ეღობება ლოცვას, რათა ჩვენი დატყვევება იოლად შეძლოს. განგვაცდევინებს უდებებას, გაგვიჩენს სხვადასხვა საზრუნავს, შეგვიქმნის ასობით დაბრკოლებას ერთადერთი მიზნით – ხელი შეუშალოს ლოცვას.
დემონებს, როგორც ეს მრავალი შემთხვევით დადასტურდა, ქრისტეს სახელის გაგონებისას ძრწოლა იტანს. ეშმაკეულთა პირით ისინი თავად აღიარებენ, რომ ალი ედებათ, როცა ადამიანი ლოცულობს.
ეშმაკი უამრავ სხვადასხვა ბადეს ხლართავს, რათა მათი მეშვეობით ადამიანთა სულები შეიპყროს და დაღუპვისაკენ უბიძგოს მათ. ორი მათგანი არის უსაქმურობა და მეტისმეტი საქმიანობა. უსაქმურობა, რომლის გამოც ადამიანი ზის და სიზარმაცისაგან იხრწნ...
იხილეთ სრულად
ეშმაკი უამრავ სხვადასხვა ბადეს ხლართავს, რათა მათი მეშვეობით ადამიანთა სულები შეიპყროს და დაღუპვისაკენ უბიძგოს მათ. ორი მათგანი არის უსაქმურობა და მეტისმეტი საქმიანობა. უსაქმურობა, რომლის გამოც ადამიანი ზის და სიზარმაცისაგან იხრწნება, ყოველგვარი განკითხვის ღირსია და მეტისმეტი საქმიანობაც, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი განუწყვეტლივ დაკავებულია ათასგვარი საქმით, ორივე ეს ცხონებას უშლის ხელს. მრავალი ქრისტიანი მთელი დღეების განმავლობაში მც...
ეშმაკისთვის ადვილია მარჯვნივ გადაგვახვევინოს და იქიდან გადაგვაგდოს ცოდვაში, ვინაიდან გარეგნულად ეს (მარჯვნივ გადახვევა) სათნოებად და ღვთის ერთგულებად ჩანს. და ეს უფრო სახიფათოა, ვიდრე მარცხნივ დაცემა, რაშიც აშკარაა ცოდვა, ამიტომ ყ...
იხილეთ სრულად
ეშმაკისთვის ადვილია მარჯვნივ გადაგვახვევინოს და იქიდან გადაგვაგდოს ცოდვაში, ვინაიდან გარეგნულად ეს (მარჯვნივ გადახვევა) სათნოებად და ღვთის ერთგულებად ჩანს. და ეს უფრო სახიფათოა, ვიდრე მარცხნივ დაცემა, რაშიც აშკარაა ცოდვა, ამიტომ ყოველთვის უნდა შევინარჩუნოთ სულის სიმშვიდე.
ეშმაკი იმ ანგელოზებრივ ძალასა და სილამაზეზე, დიდებასა და სახეზე ამყარებდა იმედებს, რომელიც ღვთისგან ჰქონდა მიცემული, იმედოვნებდა, როგორც მარადიულად მის კუთვნილებაზე. ამიტომაც დაეცა და წყვდიადის სულად იქცა.
მკითხაობა ისაა, როცა სადმე გამოჩნდება კაცი, ან ქალი, ცბიერი და ცრუ და დაინახავს რა, რომ უმეცარი და გამოუცდელი ადამიანები ცრუსა და უცნაურ ამბებს ადვილად იჯერებენ, გამოაცხადებს, რომ თითქოს მას ყოველი საიდუმლოს გამოცნობა შეუძლია, რომ...
იხილეთ სრულად
მკითხაობა ისაა, როცა სადმე გამოჩნდება კაცი, ან ქალი, ცბიერი და ცრუ და დაინახავს რა, რომ უმეცარი და გამოუცდელი ადამიანები ცრუსა და უცნაურ ამბებს ადვილად იჯერებენ, გამოაცხადებს, რომ თითქოს მას ყოველი საიდუმლოს გამოცნობა შეუძლია, რომ იციან მიზეზი ყოველი ვნებისა და უბედურებისა და მათგან თავის დახსნისა. ჩვენ ვართ მოწმე და მნახველი, რომ მკითხავს ნაცვლად მორჩენისა, ავადმყოფი მოუკლავს და მეუღლეთა თუ მეზობელთა შორის, ნაცვლად სიყვარულისა, მძულვარება დაუთეს...