ჯოჯოხეთი - ციტატები, გამონათქვამები
ჯოჯოხეთი - ციტატები, გამონათქვამები ჯოჯოხეთი, გამონათქვამები, ციტატები
მნიშვნელოვანი არ არის, თუ ვინმე სააქაო ცხოვრებას დაკარგავს: ერთ დღეს მაინც მოვკვდებით. მნიშვნელობა იმას აქვს, რომ უკვდავი, უსასრულო ცხოვრება არ დავკარგოთ. რა საშინელი რამაა დაუსრულებელი ცხოვრება ჯოჯოხეთში! ღმერთო ჩემო, ყველა გვიხს... იხილეთ სრულად
ჯოჯოხეთში სინანული არ არსებობს. ამიტომ მათ უკიდურესი სასოწარკვეთა მოიცავს. მოითხოვენ, ინატრებენ სიკვდილს, როგორც ხსნას ამ უსაშველო ჭირისგან, მაგრამ, საუბედუროდ, ვერ მიიღებენ, რადგან ყოველივე მარადიულობად გადაიქცევა!
გიხაროდეს, რადგან ღმერთს ვუყვარვართ და გვწვრთნის, რათა საუკუნოდ განგვისვენოს! ღმერთისთვის მთავარია ჯოჯოხეთისგან გვიხსნას და სამოთხე მოგვმადლოს, თუნდაც ეს ტანჯვით მოხდეს.
თუკი ჯოჯოხეთზე ფიქრიც კი შემზარავია, მით უმეტეს საზარელია, როცა ვინმე იქ ყოფნით საუკუნოდ დაისჯება!
3. უფლის მორწმუნეს ჯოჯოხეთის ტანჯვის ეშინია. ტანჯვათა მოშიში ვნებათაგან თავს იკავებს. ვნებათაგან თავშეკავებული მოთმინებით იტანს განსაცდელს. განსაცდელთა დამთმენი უფლის მსასოებელი ხდება. უფლის სასოება გონებას ყოველგვარ მიწიერ ვნებათ... იხილეთ სრულად