სიხარული - ციტატები, გამონათქვამები
სიხარული - ციტატები, გამონათქვამები სიხარული, გამონათქვამები, ციტატები
ქრისტიანობა რელიგიაა მშვიდობისა, სრულყოფილი სიყვარულისა და მარადიული სიხარულისა.
ყველა მიწიერი სიხარული ნაკლულევანია; მას მუდმივად თან ახლავს სიხარულის განქარვების წინათგრძნობისეული სევდა და, მართლაც, ბედნიერება ხშირად გვტოვებს მოულოდნელად, ზოგჯერ კი ჩვენ თვითონ ვშორდებით მას...
სიხარული თუ მწუხარება, რაც ჩვენი ცხოვრების გზაზე გვხვდება, მხოლოდ ჩვენივე სიკეთისთვის არის დაშვებული.
ვინც ეკლესიის წიაღში არ იმყოფებიან, შორს არიან ჭეშმარიტი მშვიდობისა და სიყვარულის, უფლის მადლისა და სიხარულისაგან. მათთვის ჯოჯოხეთი უკვე ამქვეყნიდანვე იწყება. ამქვეყნიდანვე იწყება ღვთისსათნო ადამიანთა ზეაღსვლა ცისკენ და ეს პროცესი... იხილეთ სრულად
კეთილ ადამიანს ყოველთვის კარგი განწყობა აქვს და მოწყალეა სხვათა მიმართ. მისთვის ახლობლებთან თუ უცხო პირებთან შეხვედრა სიხარულის მომტანია.
მწუხარებისა და განსაცდელის გზას სიხარულსა და ბედნიერებასთან მივყავართ. თუ კაცს ამ გზით არ უვლია, ის ვერ გაიგებს აზრს ჭეშმარიტი ბედნიერებისას, რომლისკენაც მრავალი ბილიკი მიდის, ოღონდ ყველა თავისას ირჩევს.