სხვა თემა - ციტატები, გამონათქვამები
სხვა თემა - ციტატები, გამონათქვამები სხვა თემა, გამონათქვამები, ციტატები
იღუმენიობა მარტო ხარისხი კი არ არის, დასამდაბლებელიცაა. ზოგს საცხოვნებლად მიეცემა, ზოგსაც წარსაწყმენდელად. თუ იღუმენია სიმდაბლისაკენ მიდის - საცხოვნებელია
148. უდრტვინველ ადამიანს შეეწევა რწმენითი სიტყვა, რადგან იგი არ ამოწმებს ღვთის სულგრძელებას და არ იგვემს თავს ხშირი შეცოდებებით.
როგორ იქნება დამშვიდებული სული ადამიანისა, როცა განსაცდელშია მოყვასი? თუ კაცს სახლში ავადმყოფი ჰყავს ოჯახის წევრი და მომვლელი თვითონ არის, რა აზრი აქვს წირვაზე წასვლას?
138. აკვიატება ესაა წინარე ბოროტებათა უნებლიე ხსოვნა, რაც მოასპარეზეებში ვნებამდე მიღწევას ვერ ახერხებს, გამარჯვებულებში კი ნადგურდება ვიდრე კვეთებამდე.
113. როდესაც ვინმესგან ზიანდები, იგინები ან იდევნები, ამჟამინდელს ნუკი განსჯი, სამომავლოს ელოდე და აღმოაჩინე, რომ რაც შეგემთხვა, დიდი სიკეთეების მომნიჭებელი გახდა შენთვის არა მხოლოდ ამჟამინდელ, არამედ სამერმისო საუკუნეშიც.