მართალია ნეტარება მდგომარეობს უფალი ღმერთის პირისპირ ჭვრეტაში, მისი დიდებულების შეცნობაში, რაც ადამიანის სულს ამაღლებს და ათავისუფლებს ყოველივე ქვეყნიური სიმძიმისაგან და ანიჭებს ნეტარებას.
ნება ღვთისა ჩვენს მიმართ ისაა, რომ ამქვეყნად მისი სჯული და მცნებანი კეთილად აღვასრულოთ და მომავალ საუკუნეში (ცხოვრებაში) მისგან დაუსრულებელი ნეტარება მივიღოთ. ვინც წირვა-ლოცვას გულმოდგინედ ისმენს, ის შეიტყობს რა არის ნება ღვთისა, ...
იხილეთ სრულად
ნება ღვთისა ჩვენს მიმართ ისაა, რომ ამქვეყნად მისი სჯული და მცნებანი კეთილად აღვასრულოთ და მომავალ საუკუნეში (ცხოვრებაში) მისგან დაუსრულებელი ნეტარება მივიღოთ. ვინც წირვა-ლოცვას გულმოდგინედ ისმენს, ის შეიტყობს რა არის ნება ღვთისა, რა მცნება მოგვეცა, როგორ უნდა ვიცხოვროთ და სათნოვეყოთ ღმერთს (1, 516).
ლოცვა ღვთისაკენ მიმავალი გზაა. ცოდვისაგან გაჯანსაღებული სული ღმერთთან შეერთებისაკენ ისწრაფვის.
ჩვენ კი ძალიან ცოტას ვლოცულობთ, იშვიათად დავდივართ ტაძარში, მძიმე ტვირთად გვექცა სახლში ლოცვა, ყველაფრისთვის გვყოფნის დრო ლოცვის ...
იხილეთ სრულად
ლოცვა ღვთისაკენ მიმავალი გზაა. ცოდვისაგან გაჯანსაღებული სული ღმერთთან შეერთებისაკენ ისწრაფვის.
ჩვენ კი ძალიან ცოტას ვლოცულობთ, იშვიათად დავდივართ ტაძარში, მძიმე ტვირთად გვექცა სახლში ლოცვა, ყველაფრისთვის გვყოფნის დრო ლოცვის გარდა!
ლოცვა უნდა დაიწყო ისე, რომ გონებას ძალა არ დაატანო და არ აიკვიატო შეკითხვა: როგორ იქნება ეს ყოველივე? არ არის საჭირო საქმის გართულება გონისმიერი რაიმე კითხვით. თავნება და საერო თვითნებობით გარყვნილი ჩვენი გონება უეჭველად დაგაყრის ...
იხილეთ სრულად
ლოცვა უნდა დაიწყო ისე, რომ გონებას ძალა არ დაატანო და არ აიკვიატო შეკითხვა: როგორ იქნება ეს ყოველივე? არ არის საჭირო საქმის გართულება გონისმიერი რაიმე კითხვით. თავნება და საერო თვითნებობით გარყვნილი ჩვენი გონება უეჭველად დაგაყრის კითხვას კითხვაზე. ეცადე, არ მოუსმინო. შენთვის თქვი, რომ ილოცებ ისე, როგორც ეკლესია ასწავლის; რომ ეს შენი მოვალეობაა ღვთის წინაშე; გამოგივა თუ არა, შენს საქმეს მაინც გააკეთებ. ამასთან აუცილებლად გქონდეს სენაკის კანონი. სუ...
ლოცვას შინაური და გარეშე მტრები ჰყავს. პირველი მტერი – ეს თავისმოყვარეობა საკუთარი თავის მიმართ არასწორი სიყვარულია. ის სამი სახით ვლინდება: როგორც პატივმოყვარეობა, ვერცხლისმოყვარეობა და ავხორცობა, ანუ სიამოვნებისაკენ სწრაფვა.
ლოცვა სუნთქვაა. თუ ადამიანი სუნთქავს, იგი ცოცხლობს, თავის ცხოვრებაზე ზრუნავს. ახალბედა მლოცველი მთელი თავისი ცხოვრების გამოსწორებას სულიერი მამის წინამძღვრობით იწყებს. როგორც ამომავალი მზე აღვიძებს, ანათებს და აცოცხლებს ქმნილებებს...
იხილეთ სრულად
ლოცვა სუნთქვაა. თუ ადამიანი სუნთქავს, იგი ცოცხლობს, თავის ცხოვრებაზე ზრუნავს. ახალბედა მლოცველი მთელი თავისი ცხოვრების გამოსწორებას სულიერი მამის წინამძღვრობით იწყებს. როგორც ამომავალი მზე აღვიძებს, ანათებს და აცოცხლებს ქმნილებებს, ისე მზე ნათლისა – ქრისტე – ლოცვის საშუალებით ადამიანის გონებასა და გულში ამობრწყინდება, აღვიძებს მას ნათელი და დაუღამებელი დღის (უფლის) საქმეთა საკეთებლად.