ავტორი:
ოპტინელი ბერი სტარეცი
თემა:
ლოცვა
ლოცვა უნდა დაიწყო ისე, რომ გონებას ძალა არ დაატანო და არ აიკვიატო შეკითხვა: როგორ იქნება ეს
ლოცვა უნდა დაიწყო ისე, რომ გონებას ძალა არ დაატანო და არ აიკვიატო შეკითხვა: როგორ იქნება ეს ყოველივე? არ არის საჭირო საქმის გართულება გონისმიერი რაიმე კითხვით. თავნება და საერო თვითნებობით გარყვნილი ჩვენი გონება უეჭველად დაგაყრის კითხვას კითხვაზე. ეცადე, არ მოუსმინო. შენთვის თქვი, რომ ილოცებ ისე, როგორც ეკლესია ასწავლის; რომ ეს შენი მოვალეობაა ღვთის წინაშე; გამოგივა თუ არა, შენს საქმეს მაინც გააკეთებ. ამასთან აუცილებლად გქონდეს სენაკის კანონი. სულ მცირედით, თუნდაც რამდენიმე ლოცვით დაიწყე, რათა სიტყვიდან საქმეზე გადახვიდე. ვერც კი წარმოიდგენ, ეს გადასვლა შენს ცხოვრებაში რა გარდატეხას შეიტანს.
|