ჩვენთვის რქვა, ძმანო ქრისტიანენო, სიტყვა ესე მაცხოვარმან: „ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვრწმენე“ (იოანე 20.29). ჩვენ ყოველნი მორწმუნენი, რომელნი არა ვხედავთ მას ხორციელითა თვალითა, ვითარცა მოციქულნი ხედვიდენ მას, გარნა გვრწა...
იხილეთ სრულად
ჩვენთვის რქვა, ძმანო ქრისტიანენო, სიტყვა ესე მაცხოვარმან: „ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვრწმენე“ (იოანე 20.29). ჩვენ ყოველნი მორწმუნენი, რომელნი არა ვხედავთ მას ხორციელითა თვალითა, ვითარცა მოციქულნი ხედვიდენ მას, გარნა გვრწამს იგი გულითა და სულით, მივიღებთ ნეტარებასა ამას აღთქმულსა მაცხოვრისაგან.
შენ, ძმაო მორწმუნეო, სცან რა დიდი საუნჯე არის სარწმუნოება ღვთისა. გარნა სარწმუნოებასა ვიტყვი არა უქმსა და მკვდარსა, არამედ ცხოველსა, არა იმ სარწმუნოებასა, რომელი გულსა შინა უმრავლესთა აწინდელთა ქრისტიანეთასა სამწუხაროდ არის უნაყოფ...
იხილეთ სრულად
შენ, ძმაო მორწმუნეო, სცან რა დიდი საუნჯე არის სარწმუნოება ღვთისა. გარნა სარწმუნოებასა ვიტყვი არა უქმსა და მკვდარსა, არამედ ცხოველსა, არა იმ სარწმუნოებასა, რომელი გულსა შინა უმრავლესთა აწინდელთა ქრისტიანეთასა სამწუხაროდ არის უნაყოფო და უძრავი, არამედ იმ სარწმუნოებისა, რომელი მარადის მოქმედებს და მუშაობს კაცის გულში, რომელი არ დააძინებს კაცს, არ მოუსვენებს, მარადის აფრთხილებს მას, ხან შეაწუხებს სინიდისის მხილებითა, ხან გაახარებს; მარადის ებრძვის, ა...
ძმანო ქრისტიანენო, თვინიერ ცხოველისა სარწმუნოებისა შეუძლებელი არის კაცმა შეიძინოს წმიდა, მართალი ზნეობა და ვინაიდგან ურწმუნოთაცა კაცთა არ შეუძლიათ ის სთქვან, რომ წმინდა ზნეობა საჭირო არ იყოს კაცისათვის, მაშასადამე, თვინიერ იგინიცა...
იხილეთ სრულად
ძმანო ქრისტიანენო, თვინიერ ცხოველისა სარწმუნოებისა შეუძლებელი არის კაცმა შეიძინოს წმიდა, მართალი ზნეობა და ვინაიდგან ურწმუნოთაცა კაცთა არ შეუძლიათ ის სთქვან, რომ წმინდა ზნეობა საჭირო არ იყოს კაცისათვის, მაშასადამე, თვინიერ იგინიცა უნებრივად აღიარებენ ამით, რომ სარწმუნოებაცა და ანუ ღვთაებრივი სჯული მიუცილებლად საჭირო არის კაცისათვის.
მორწმუნე კაცმა იცის, რომ ამ სოფლის ცხოვრება არის მოკლე; იგი ესრეთ ფიქრობს: უმჯობესი არის ამ წუთისოფელში დავითმინო ყოველი ჭირი და განსაცდელი; მას კარგად ესმის ხმა სახარებისა: „რა მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თვისისა?“ (მარკ. 8.37)....
იხილეთ სრულად
მორწმუნე კაცმა იცის, რომ ამ სოფლის ცხოვრება არის მოკლე; იგი ესრეთ ფიქრობს: უმჯობესი არის ამ წუთისოფელში დავითმინო ყოველი ჭირი და განსაცდელი; მას კარგად ესმის ხმა სახარებისა: „რა მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თვისისა?“ (მარკ. 8.37). სულის ცხოვნება ყველას მირჩევნია, ფიქრობს იგი (ჭეშმარიტი მორწმუნე), საუკუნო ცხოვრებას არ დავკარგავ მე ერთი წამის ნუგეშისათვის. გარნა თუ კაცს არ სწამს ღმერთი და მომავალი ცხოვრება, მაშინ იგი სხვაფერ განიზრახავს; ეს წუთისოფ...
“რომელმან წარიწყმიდოს სული თვისი ჩემთვის, გინა სახარებისათვის, მან აცხოვნოს იგი“ (მარ. 8.35). ამას ყოველსა ადვილად აღასრულებს კაცი, რომელსა სწამს ღმერთი, რომელი მოელის მომავალსა ცხოვრებასა კვალად გებასა, გარნა უკეთუ კაცსა არა აქვ...
იხილეთ სრულად
“რომელმან წარიწყმიდოს სული თვისი ჩემთვის, გინა სახარებისათვის, მან აცხოვნოს იგი“ (მარ. 8.35). ამას ყოველსა ადვილად აღასრულებს კაცი, რომელსა სწამს ღმერთი, რომელი მოელის მომავალსა ცხოვრებასა კვალად გებასა, გარნა უკეთუ კაცსა არა აქვს სარწმუნოება და სასოება, რისთვის გაიჭირვებს იგი ესრეთ თავის თავსა?
უკეთუ ადამიანს არა აქვს გულში სარწმუნოება ღვთისა და სასოება მომავლისა ცხოვრებისა, მას აკლია ერთი უპირატესი მიზეზიცა, რომელი გააღვიძებს კაცს შეძენად სათნოებისა და განწმენდად თვისისა ზნეობისა და ყოფაქცევისა.
მეშინია ძმაო, ჩემო, რომ არ გაგვამტყუნოს ჩვენ მორწმუნენი ურწმუნომან კაცმან ამ სიტყვებით: "თუ მართლა საღვთო სჯული და სარწმუნოება არის საფუძველი და განმაღვიძებელი წმიდა ზნეობისა, რათ ვხედავ შენ შორის, შენ რომ მორწმუნე კაცი ხარ, ცუდსა...
იხილეთ სრულად
მეშინია ძმაო, ჩემო, რომ არ გაგვამტყუნოს ჩვენ მორწმუნენი ურწმუნომან კაცმან ამ სიტყვებით: "თუ მართლა საღვთო სჯული და სარწმუნოება არის საფუძველი და განმაღვიძებელი წმიდა ზნეობისა, რათ ვხედავ შენ შორის, შენ რომ მორწმუნე კაცი ხარ, ცუდსა ზნეობასა და ყოფა-ქცევასა?". თუ კაცი ამბობს მორწმუნე ვარ და საქმით კი არ ერიდება ცოდვას, იგი სიტყვითაც ვეღარ გაამტყუნებს ურწმუნო კაცსა; ამისათვის გლოცავთ თქვენ, ძმანო, გაფუცებ, თვით ცხოვრებითა თქვენითა აჩვენოთ ურწმუნოთა ...
თუ მორწმუნე ვარ, ჭკუა მეტყვის: ყოველი მოითმინე, სათნოება შეიძინე, აქაური ცხოვრება მოკლე არის, იქ ღმერთი მაგიერს მოგაგებს; თუ ურწმუნო ვარ, ჭკუა ასე მეტყვის: ამ წუთისოფელში ვიდრემდის ხარ, ინუგეშე, სჭამე, სვი, მოკვდები და ყოველივე გა...
იხილეთ სრულად
თუ მორწმუნე ვარ, ჭკუა მეტყვის: ყოველი მოითმინე, სათნოება შეიძინე, აქაური ცხოვრება მოკლე არის, იქ ღმერთი მაგიერს მოგაგებს; თუ ურწმუნო ვარ, ჭკუა ასე მეტყვის: ამ წუთისოფელში ვიდრემდის ხარ, ინუგეშე, სჭამე, სვი, მოკვდები და ყოველივე განქარდებაო. სინიდისი დაფუძვნებულია და ცხოველია მხოლოდ სარწმუნოებით; ვისაც არა აქვს სარწმუნოება, მას სინიდისიც ბნელი აქვს და ყრუ. სარწმუნოება და სიწმიდე საჭირო არის კაცისათვის.
ცოდვა ყოვლისა კაცისათვის უფრო ადვილია, ვიდრე სათნოება; ამაზე მას დაარწმუნებს თვით კაცის ბუნება, ვინაიდგან იგი ხედავს, რომ ბუნება მისი არის ფრიად მიდრეკილი ცოდვისადმი; თუ სარწმუნოებისა ჩემისაგან არა ვარ შეგონებული და გაღვიძებული, ...
იხილეთ სრულად
ცოდვა ყოვლისა კაცისათვის უფრო ადვილია, ვიდრე სათნოება; ამაზე მას დაარწმუნებს თვით კაცის ბუნება, ვინაიდგან იგი ხედავს, რომ ბუნება მისი არის ფრიად მიდრეკილი ცოდვისადმი; თუ სარწმუნოებისა ჩემისაგან არა ვარ შეგონებული და გაღვიძებული, რამ მაიძულოს მე, რამ შემაგონოს, რამ გამიღვიძოს ცოდვის მორიდება და სათნოების ძებნა? ის, რაც ჩემი ბუნებისათვის არის საამო და ტკბილი დავტოვო და ვეძიო ის, რომელიც არის ძნელი, მძიმე, რომელიც მოითხოვს ჩემგან დიდსა შრომასა, მოთ...