დასაბამიდან იყო სიყვარული და ეს იყო ღმერთი, რომელმან წარმოშვა სიცოცხლე წმიდა და უბიწო. დიახ "სიყვარული" არსებით სპეტაკია, ყოვლად წმიდაა (იხილე შედარებით ჩვილთადმი სიყვარული) სატრფოა, ადამიანის თვისებათა შორის უაღმატებულესი მშვენიე...
იხილეთ სრულად
დასაბამიდან იყო სიყვარული და ეს იყო ღმერთი, რომელმან წარმოშვა სიცოცხლე წმიდა და უბიწო. დიახ "სიყვარული" არსებით სპეტაკია, ყოვლად წმიდაა (იხილე შედარებით ჩვილთადმი სიყვარული) სატრფოა, ადამიანის თვისებათა შორის უაღმატებულესი მშვენიერებაა. მაგრამ ადამიანთა თავისუფლებზეა დამოკიდებული მისი მდინარეობა. პირველიდანვე ამ თავისუფლების ავ-კარგის გამოუცდელმა ადამიანმა განხრწნა სიყვარულის მაღალ მამულოვანი წმიდა, უბიწო სიცოცხლე და შეუერთა პირუტყულს. აქედან იწყ...
ადამიანმა თავის გაუმაძღარ პირუტყვული ნების წყალობით სიყვარული გარდაქმნა მთელ მსოფლიო ბიწიერების ზღვად, სადაც უბედურდებიან, იღუპებიან მათი მაღალ პიროვნების და ღმერთ-კაცობის შემარცხვენელად.
ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს;
გული, მისი უნახავი, ტირს და სულთქვამს, ვაებს, უორს,
არა კაცსა არ იახლებს, ერიდების, ჰკრთების, ქსუობს.
რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა,
მე რად გავწირო მოყვარე, ძმა უმტკიცესი ძმობისა?!
არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა!
მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა.
ვიცი, ბოლოდ არ დამიგმობ ამა ჩემსა განზრახულსა,
კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა;
მე სიტყვასა ერთსა გკადრებ, პლატონისგან სწავლა-თქმულსა:
"სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა".
პატივისა და მთავრობის მოყვარეობა კაცის ბუნებაში ღრმადაა ჩანერგილი. თითქმის ყოველი ხორციელი კაცი ცდილობს, რომ თავისი თავი განასხვავოს, ან აღამაღლოს მოყვასთა შორის, კაცთა ყურადღება მიიზიდოს, საზოგადოებაში გავლენა და მთავრობა მოიპოვო...
იხილეთ სრულად
პატივისა და მთავრობის მოყვარეობა კაცის ბუნებაში ღრმადაა ჩანერგილი. თითქმის ყოველი ხორციელი კაცი ცდილობს, რომ თავისი თავი განასხვავოს, ან აღამაღლოს მოყვასთა შორის, კაცთა ყურადღება მიიზიდოს, საზოგადოებაში გავლენა და მთავრობა მოიპოვოს. არა მხოლოდ ისეთნი პირნი, რომელნიც სულიერითა და ხორციელი ნიჭებით მართლაც შემკულნი არიან, არამედ, რაც უმეტესად საკვირველია, ხშირად თვით უნიჭონი და არაფრით შესანიშნავნი პირნი პატივის მოყვარეებად და მთავრობის მაძიებლებად ...
საზოგადოებაში გავრცელდა ცრურწმენა, რომ თითქოს ყველა რელიგია მთლიანობაში ერთი და იგივეა. ოკულტიზმი იზიარებს იმ თვალსაზრისს, რომ ყველა რელიგია სხვდასხვა გზით ერთი და იმავე მიზანთან მიდის.
link
ოკულტური და აღმოსავლური მისტიკურ-რელიგიური სისტემები, მათი ფსიქო-ტექნიკური ხერხები მრავალსახეობისა და გარეგნული განსხვავების მიუხედავად საოცრად ჰგავს ერთმანეთს. ამ ხერხების მიზანია ჩვენი მიწაზე ყოფნის პერიოდში ღმერთის მიერ დადგენი...
იხილეთ სრულად
ოკულტური და აღმოსავლური მისტიკურ-რელიგიური სისტემები, მათი ფსიქო-ტექნიკური ხერხები მრავალსახეობისა და გარეგნული განსხვავების მიუხედავად საოცრად ჰგავს ერთმანეთს. ამ ხერხების მიზანია ჩვენი მიწაზე ყოფნის პერიოდში ღმერთის მიერ დადგენილი აკრძალვების უგულებელყოფით უხილავ სამყაროსთან კონტაქტის დამყარება.
ეს მეთოდები, არსებითად, ჩვენი შინაგანი არსების ჯერ უფურჩქვნელი "კოკორის" ხელოვნური და ძალმომრეობითი გახსნაა, რომელსაც შეუძლია მხოლოდ მახინჯი მსგავსება ...