ურწმუნოება ჭკუის გალაღებაა, წესიერების დარღვევაააღვირაშობილი უზნეო მეფობაა, სულიერ განათლების დამხობაა, მეცნიერების შეძენის შეფერხებაა და ცხოვრების წინსვლის შემაბრკოლებელია. მრავალნი ურწმუნოების სენით მოწამლულნი სასოწარკვეთილებისკ...
იხილეთ სრულად
ურწმუნოება ჭკუის გალაღებაა, წესიერების დარღვევაააღვირაშობილი უზნეო მეფობაა, სულიერ განათლების დამხობაა, მეცნიერების შეძენის შეფერხებაა და ცხოვრების წინსვლის შემაბრკოლებელია. მრავალნი ურწმუნოების სენით მოწამლულნი სასოწარკვეთილებისკენ მიიზიდვიან და თავს იკლავენ, და ესრეთ წარიწყმედნენ სულსა თვისსა, აუბედურებენ მშობელსა და სამსობლოსაც ეკრგებიან. ღვთის მყოფობის ცნება ბუნებით თანშობილია ადამიანში, ხოლო ურწმუნოება არა ბუნებური თვისებაა, არამედ ზედშემოსრ...
ურწმუნოება გონების სიძაბუნეა, სულიერი სიმდიდრის დათრგუნვაა, სათნოების სიღატაკეა, ზნეობრივი ბრძოლის წინაშე სილაჩრეა, კეთილისა და ბოროტის უმნიშვნელოდ გათანასწორებაა, რასაც მხოლოდ შემთხვევისდაგვარად ხმარობენ
როცა მაცხოვარი გვეუბნება: მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა, ამით გვასწავლის, რომ ჩვენი გული და სული სახარებას დავუმორჩილოთ, ანუ ჩვენი შინაგანი სამყარო სახარების მცნებათა მიხედვით მოვაწესრიგოთ. რადგან, თუ ჩვენი შინაგანი ცხოვრება სახა...
იხილეთ სრულად
როცა მაცხოვარი გვეუბნება: მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა, ამით გვასწავლის, რომ ჩვენი გული და სული სახარებას დავუმორჩილოთ, ანუ ჩვენი შინაგანი სამყარო სახარების მცნებათა მიხედვით მოვაწესრიგოთ. რადგან, თუ ჩვენი შინაგანი ცხოვრება სახარებას დაემორჩილება, გარეგნული საქმეებიც კეთილი იქნება და ღმერთის სასუფეველში მთელი არსებით შევალთ. ერთადერთი პირობა, რომლითაც კაცს სასუფეველში შესვლა შეუძლია, სინანულია.
ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღმრთის სასუფეველს. ნუ შეცდებით: ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მემრუშენი, ვერც ჩუკენნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვე...
იხილეთ სრულად
ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღმრთის სასუფეველს. ნუ შეცდებით: ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მემრუშენი, ვერც ჩუკენნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღმრთის სასუფეველს. თ. 4-6 / 6; 9-10
მრავალნი მეტყვიან იმ დღეს: უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვაძევებდით ეშმაკს? და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?
და მაშინ ვეტყვი მათ: არასოდეს მიცვნიხართ თქვენ, გამშო...
იხილეთ სრულად
მრავალნი მეტყვიან იმ დღეს: უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვაძევებდით ეშმაკს? და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?
და მაშინ ვეტყვი მათ: არასოდეს მიცვნიხართ თქვენ, გამშორდით ურჯულოების მოქმედნო.
ყველას, ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, მე ვამსგავსებ გონიერ კაცს, რომელმაც კლდეზე დააშენა თავისი სახლი.
თ. 7-8
მოციქულებიც ასწავლიან, რომ ღვთის სასუფეველში შესვლა მრავალი განსაცდელის გადატანით მიიღწევა. გამოდის, ეს უცებ სულაც არ ხდება. მოსაგრეებმა, რომელთაც თავად გაიარეს გზა ცხონებისა, გამოცდილებით ამოიცნეს მტრის ყველა ხრიკი, ჩვენთვის წარმ...
იხილეთ სრულად
მოციქულებიც ასწავლიან, რომ ღვთის სასუფეველში შესვლა მრავალი განსაცდელის გადატანით მიიღწევა. გამოდის, ეს უცებ სულაც არ ხდება. მოსაგრეებმა, რომელთაც თავად გაიარეს გზა ცხონებისა, გამოცდილებით ამოიცნეს მტრის ყველა ხრიკი, ჩვენთვის წარმოაჩინეს, რაც ადამიანში შინაგანია, შეისწავლეს უხილავი სულიერი ბრძოლა, მადლმოსილი შეგონების შუქით გაანათეს სულიერი ცხოვრების მთელი გზა, გარდუვალად დაადგინეს ეკლესიის სწავლება, რომლის თანახმადაც ადამიანის შინაგანი ჩამოყალებ...
მომავალ საუკუნეში, ცათა სასუფეველში მყოფ ყველა წმიდა ადამიანს განღმრთობის განსაზღვრული ხარისხები ექნება შეძენილი იმ ზომით, რა ზომითაც ამჟამად, აწინდელ ქვეყნიურ ცხოვრებაშია იგი სრულყოფილი სულიერ განწმედასა და ზრდაში.
უღმრთოების ქადაგებით იხრწნება ზნეობრივი მხარე, ირღვევა ოჯახობითი სიყვარული და საღმრთო კავშირი, კაცობრიობის კეთილ-დღეობის ნიადაგი ძირითიერთ იფხვრება, სულიერ მადლმოსილი გონებრივი საუნჯე ცარიელდება, ბნელდება ციური ნათელ-მხედველობა ხა...
იხილეთ სრულად
უღმრთოების ქადაგებით იხრწნება ზნეობრივი მხარე, ირღვევა ოჯახობითი სიყვარული და საღმრთო კავშირი, კაცობრიობის კეთილ-დღეობის ნიადაგი ძირითიერთ იფხვრება, სულიერ მადლმოსილი გონებრივი საუნჯე ცარიელდება, ბნელდება ციური ნათელ-მხედველობა ხალხისა და აღვირ-აშვებული უერთდება მხეცთა ბანაკს, რომელთაგან დღესვე თვალ-საჩინოდ სამარცხვინოდ მოქმედებენ ძენი რისხვისანი, ძენი კაენისანი ძმისა ერთ გროშად მკლელნი, ძარცვა-გლეჯით სამშობლოს შემაზარნი და გაველურებულ გრძნობით ა...