სინანული - ციტატები, გამონათქვამები
სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები
58. ვერ გაექცევა შემცოდე მისაგებელს, თუ არა ცოდვის შესაბამისი სინანულის შედეგად.
42. მართლად მონანული თავის ღვაწლს ისე როდი რაცხს, როგორც სანაცვლოს თავისი ძველი ცოდვებისას, არამედ ამ ღვაწლის გზით ღმერთს იმადლიერებს იგი.
41. სასიკვდილოა ყველა ის ცოდვა, რაც მოუნანიებელია, და თუნდაც მათზე წმინდანმა ილოცოს მავანის გამო, შესმენილი არ იქნება.
ღმერთის წინაშე ყოველი ცოდვა ზღვის კენჭებივითაა, არ არსებობს ცოდვა, სინანულს რომ აღემატებოდეს
91. მოსაწევართა მიმართ ბევრ ვინმეს ბევრი რამ საწინააღმდეგო უმოქმედია, მაგრამ ლოცვისა და სინანულის გარეშე ვერავინ განრიდებია უბედურებას.
56. ყოველგვარი არანებსითი გაჭირვება გახდეს შენთვის ამგვარი გახსენების (ღვთის გახსენების) მასწავლებელი და არ მოგაკლდება შენ მიზეზი სინანულისთვის.
54. აუცილებლობის გარეშე მცოდველისთვის ძნელად მოსანანიებელია, რაც ჩაიდინა, რადგან ვერ დაეფარება იგი ღვთის სამართალს.