რასაც ღმერთს არ ვაძლევთ გამოსაყენებლად, იმას იყენებს სხვა. ამიტომაც მოგვცა უფალმა მცნება, - გიყვარდეს იგი მთელი სულით და გულით, რათა ეშმაკმა ვერ ჰპოვოს შენში ვერც ადგილი, ვერც მოსვენება.
ნამდვილი სიყვარული სანთლის ალს ჰგავს. რამდენი სანთელიც არ უნდა აანთო ამ ალით, მას არაფერი დააკლდება და ყოველ ახალ სანთელს ისეთივე ალი აქვს, როგორიც დანარჩენს.
მშვინვიერ სიყვარულს თვით ადამიანში არა აქვს დასაყრდენი, ეს გრძნობათა ფეიერვერკია, რომელიც უეცრად ანთებული, შესაძლოა ასევე უეცრად ჩაქრეს. რაოდენ ხშირად იცვლება მშვინვიერი სიყვარული გულგრილობით და გაუცხოებით, რა ხშირად გადადის სიძულ...
იხილეთ სრულად
მშვინვიერ სიყვარულს თვით ადამიანში არა აქვს დასაყრდენი, ეს გრძნობათა ფეიერვერკია, რომელიც უეცრად ანთებული, შესაძლოა ასევე უეცრად ჩაქრეს. რაოდენ ხშირად იცვლება მშვინვიერი სიყვარული გულგრილობით და გაუცხოებით, რა ხშირად გადადის სიძულვილში! მშვინვიერი სიყვარული სხეულებრივი გატაცებით არ ამოიწურება. მაგალითად, არის მეგობრული სიყვარული, მაგრამ ეს სიყვარულიც როგორი არამყარია! ხშირად ის მცირე გამოცდასაც ვერ უძლებს და ბროლის კათხასავით იმსხვრევა.
სიყვარული არ ექვემდებარება დროს და ყოველთვის აქვს ძალა. ზოგიერთი ფიქრობს, რომ უფალი ჩვენდამი (ადამიანებისადმი) სიყვარულის გამო ეწამა, მაგრამ რადგან თვითონ თავის სულში ამ სიყვარულს ვერ პოულობს, მას ეჩვენება, რომ ეს ოდესღაც, დიდი ხნ...
იხილეთ სრულად
სიყვარული არ ექვემდებარება დროს და ყოველთვის აქვს ძალა. ზოგიერთი ფიქრობს, რომ უფალი ჩვენდამი (ადამიანებისადმი) სიყვარულის გამო ეწამა, მაგრამ რადგან თვითონ თავის სულში ამ სიყვარულს ვერ პოულობს, მას ეჩვენება, რომ ეს ოდესღაც, დიდი ხნის წინათ იყო. მაგრამ, როცა სული შეიმეცნებს ღმერთის სიყვარულს სულიწმიდით, მაშინ ნათლად გრძნობს, რომ უფალი ჩვენი მამაა, ყველაზე უფრო მშობლიური, ყველაზე უფრო ახლობელი, ყველაზე უფრო ძვირფასი, ყველაზე კარგი და არ არსებობს სხვ...
საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი; ვინაიდან სიყვარული ღმრთისაგან არის, და ყველა, ვისაც უყვარს, ღმრთისაგან შობილია, და იცნობს ღმერთს.
ვისაც არ უყვარს, მან ვერ შეიცნო ღმერთი, იმიტომ, რომ ღმერთი სიყვარულია.
საღმრთო წერილი გვეუბნება, რომ ღმრთის უპიველესი სახელი სიყვარულია და ვისაც სიყვარული არა აქვს, ის ღმერთს ვერ შეიცნობს. საღმრთო სჯული ღმრთის სიყვარულისკენ იმიტომ მოგვიწოდებს, რომ ეს ჩვენთვისაა სასარგებლო, რადგან ღმერთს ჩვენი სიყვარუ...
იხილეთ სრულად
საღმრთო წერილი გვეუბნება, რომ ღმრთის უპიველესი სახელი სიყვარულია და ვისაც სიყვარული არა აქვს, ის ღმერთს ვერ შეიცნობს. საღმრთო სჯული ღმრთის სიყვარულისკენ იმიტომ მოგვიწოდებს, რომ ეს ჩვენთვისაა სასარგებლო, რადგან ღმერთს ჩვენი სიყვარულით არაფერი შეემატება. თუ ღმერთზე ფიქრი ადამიანის გულში მუდმივად სუფევს, მაშინ იგი ცდილობს ღმრთის სიყვარულის ღირსი გახდეს. ეს ფიქრი და ზრუნვა მას განსწმენდს, განამდიდრებს, აღამაღლებს.
როცა ჩვენს გულში ქრისტეს სიყვარული არ არის, მაშინ ჩვენ არაფრის გაკეთება არ ძალგვიძს და ვემსგავსებით ხომალდს, რომელსაც ძრავებისთვის საწვავი გამოელია. ყოველთვის სიყვარულით მოვიგონოთ ქრისტე; მაშინ ჩვენი გული ათრთოლდება სიხარულისაგან.
როცა ჩვენი ძმა ცდება, უნდა ავიტანოთ მისი განსაცდელი. ჭეშმარიტი სიყვარული მოყვასისათვის მსხვერპლის გაღებას შთაგვაგონებს. უმსხვერპლოდ, მხოლოდ განკითხვით, ხელს ვუწყობთ ჩვენი ცოდვილი ძმის უფრო ღრმად დაცემას; ხოლო ჩვენი სიყვარულის ჩუმი...
იხილეთ სრულად
როცა ჩვენი ძმა ცდება, უნდა ავიტანოთ მისი განსაცდელი. ჭეშმარიტი სიყვარული მოყვასისათვის მსხვერპლის გაღებას შთაგვაგონებს. უმსხვერპლოდ, მხოლოდ განკითხვით, ხელს ვუწყობთ ჩვენი ცოდვილი ძმის უფრო ღრმად დაცემას; ხოლო ჩვენი სიყვარულის ჩუმი მსხვერპლითა და მისთვის ლოცვით ვაღვიძებთ მის სინდისს, მისსავე მამხილებელს, მასაც სინანული ეუფლება და გამოსწორების გზას ადგება.