გულის განწმენდა - ციტატები, გამონათქვამები
გულის განწმენდა - ციტატები, გამონათქვამები გულის განწმენდა, გამონათქვამები, ციტატები
ვნებები და ცუდი ჩვევები, გულის ნიადაგზე აღმოცენდება. მათი ეკლიანი ფესვები მრავალი შრომით, ოფლითა და ცრემლით ამოიძირკვება, რომ გულის ნიადაგი განიწმინდოს და იქ თესლი – ღვთის სიტყვა – დაითესოს.
ღმერთი სხვადასხვა მწუხარების დროს ჩვენი სულების დაფარულ ჭრილობებს წმინდა მიზნით უტარებს ქირურგიულ მკურნალობას, რათა ჯანმრთელობა, ანუ სამარცხვინო ვნებებისგან გულის განწმენდა მოგვანიჭოს. ჩვენ ვალდებულნი ვართ განუწყვეტლივ საქმით ვ... იხილეთ სრულად
ნეტარია, ვინც თავის გულს ცოდვის ღვარძლისგან წმენდს და კეთილ თესლს ამრავლებს, რადგან თავის დროზე მარადიული ცხოვრების თავთავს მოიმკის! ნეტარია, ვინც ცრემლებს სულიერ მარხვასთან ერთად თესავს, ვისაც მარად სურს კეთილი საქმეები და ესწრაფ... იხილეთ სრულად
ცნობილი ღვთისმეტყველი და მღვდელმოწამე მეთოდიოსი ქრისტიანებს ასწავლის, როგორ უნდა მოამზადონ გულები სულიწმიდის მისაღებად: „უფალო, განწმინდე გული ჩემი და ქმენ იგი სავანედ სულისა წმიდისა“, - ეს სიტყვები მიგვანიშნებს, რომ თუ გვსურს შევ... იხილეთ სრულად
ძნელია, მაგრამ აუცილებელია გულის განწმენდა. ბევრი ჩვენგანი მტირალთან ტირის, შურის გამო კი არ შესწევს უნარი, გაიხაროს სხვისი სიხარულით. გული ეკუმშება მასზე მდგომარეობით ან თანამდებობით უპირატესი პიროვნების დანახვისას, ტანჯავს თავის... იხილეთ სრულად
ქრისტიანის ცხოვრება საკუთარ თავთან ბრძოლაა, გულის სიწმინდისათვის ზრუნვაა; ეს არის სინანული და მცდელობა იმისა, რომ ღმერთი მოვიძიოთ და ჩვენს გულებში გავამეფოთ.
რწმენა ჩვენგან გულის განახლებას და სულის აღორძინებას მუდმივად მოითხოვს. ყოველ საღამოს საკუთარ თავს კითხვა დავუსვათ - ხარ თუ არა დღეს უკეთესი, ვიდრე გუშინ იყავი?