მოდით, სინანულის ძალით გავთავისუფლდეთ ჩვენი ცოდვების ტვირთისგან და არწივებივით ლაღად და მსუბუქად მაღლა, სულ მაღლა ავფრინდეთ, იქ, სადაც მარადიულ ღმერთს სათნოებისა და სიბრძნის ულევი საგანძური აქვს დაუნჯებული. საუკუნო ცხოვრების წყარო...
იხილეთ სრულად
მოდით, სინანულის ძალით გავთავისუფლდეთ ჩვენი ცოდვების ტვირთისგან და არწივებივით ლაღად და მსუბუქად მაღლა, სულ მაღლა ავფრინდეთ, იქ, სადაც მარადიულ ღმერთს სათნოებისა და სიბრძნის ულევი საგანძური აქვს დაუნჯებული. საუკუნო ცხოვრების წყარო ვიხმიოთ, რომ ჩვენც განვიღმრთოთ, როგორც წმინდა წერილი ამბობს: „ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი" (ფსალმ. 81, 6).
როდესაც კაცი შესცოდავს და არ მოინანიებს, უფალი ღვთაებრივ მზერას მოაშორებს და მის სულს მაშინვე უზნეობის წყვდიადი მოიცავს. ადამიანი ბოროტი საქმეების ჩადენას იწყებს. უწმინდური ეშმაკი გამუდმებით, სულ უფრო მეტად შებილწავს იმ საბრალო სუ...
იხილეთ სრულად
როდესაც კაცი შესცოდავს და არ მოინანიებს, უფალი ღვთაებრივ მზერას მოაშორებს და მის სულს მაშინვე უზნეობის წყვდიადი მოიცავს. ადამიანი ბოროტი საქმეების ჩადენას იწყებს. უწმინდური ეშმაკი გამუდმებით, სულ უფრო მეტად შებილწავს იმ საბრალო სულს, ცოდვიდან ცოდვაში, ვნებიდან ვნებაში აგდებს და მისგან ისეთი სიმყრალე იგრძნობა, რომ წმინდა ანგელოზებიც ვერ უძლებენ და მის გვერდით ვეღარ რჩებიან, რომ დაეხმარონ. მაშინ მას ღვთის მადლი განეშორება და ცოდვისგან გამოწვეული ლპ...
სადაც შენი გასაკეთებელია და არ გააკეთებ, ცოდვაა. მაგრამ, სადაც შენი გასაკეთებელი არ არის და არც შეგიძლია რომ გააკეთო და მაინც გააკეთებ, ესაც ცოდვაა, იმიტომ, რომ არ იცი და დაანგრევ საქმეს