II საუკუნის ცნობილი მეცნიერი, კლიმენტი ალექსანდრიელი, არის საუკეთესო მაგალითი ცოდნისა და რწმენის შერწყმისა. მას უწოდებდნენ „დაბადებიდანვე პროფესორს“, „უპირატეს მისიონერს“, „პირველ ქრისტიან მეცნიერს“... იგი მღვდელი იყო, მაგრამ მხოლ...
იხილეთ სრულად
II საუკუნის ცნობილი მეცნიერი, კლიმენტი ალექსანდრიელი, არის საუკეთესო მაგალითი ცოდნისა და რწმენის შერწყმისა. მას უწოდებდნენ „დაბადებიდანვე პროფესორს“, „უპირატეს მისიონერს“, „პირველ ქრისტიან მეცნიერს“... იგი მღვდელი იყო, მაგრამ მხოლოდ სამოძღვრო საქმიანობით არ იფარგლებოდა. გამორჩეულ სულიერ ცხოვრებასთან ერთად ის გულდასმით სწავლობდა სიბრძნეს, ჰქონდა მჭიდრო კავშირი ალექსანდრიის საღვთისმეტყველო და ფილოსოფიურ სკოლებთან.თუ ტერტულიანეს დევიზი იყო: „იერუსალ...
სახელმწიფო, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს სამართლიანი. სამართლიანობის გარეშე, რწმენისა და სიყვარულის გარეშე მშვიდობა ვერ დამყარდება. ქვეყანა, რომელიც ამ კანონებით არ ცხოვრობს, ჯოჯოხეთად იქცევა თავისივე ხალხისთვის. სრულყოფილი და სამ...
იხილეთ სრულად
სახელმწიფო, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს სამართლიანი. სამართლიანობის გარეშე, რწმენისა და სიყვარულის გარეშე მშვიდობა ვერ დამყარდება. ქვეყანა, რომელიც ამ კანონებით არ ცხოვრობს, ჯოჯოხეთად იქცევა თავისივე ხალხისთვის. სრულყოფილი და სამართლიანი სახელმწიფო რომ შევქმნათ, უპირველეს ყოვლისა, ადამიანები უნდა აღვზარდოთ სიყვარულის, რწმენისა და სამართლიანობის პრინციპებით.
„მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ, - ბრძანებს უფალი, - რომელსა ჰრწმენეს ჩემი მო-ღათუ-კუდეს, ცხოვნდესვე, და ყოველი, რომელი ცოცხალი არს და ჰრწმენეს ჩემი, არა მოკუდეს იგი უკუნისამდე“ (ინ. 11, 25–26). აღდგომილი მაცხოვარი არის უტყუარი მტკიც...
იხილეთ სრულად
„მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ, - ბრძანებს უფალი, - რომელსა ჰრწმენეს ჩემი მო-ღათუ-კუდეს, ცხოვნდესვე, და ყოველი, რომელი ცოცხალი არს და ჰრწმენეს ჩემი, არა მოკუდეს იგი უკუნისამდე“ (ინ. 11, 25–26). აღდგომილი მაცხოვარი არის უტყუარი მტკიცება იმისა, რომ ჭეშმარიტება სძლევს სიცრუეს, სიკეთე - ბოროტებას, სიყვარული - სიძულვილს, სიცოცხლე - სიკვდილს.
ვინც მისდევს რწმენის, მსხვერპლად შეწირული სიყვარულისა და თავდადების გზას, შეუძლია პავლე მოციქულის მსგავსად თქვას: „ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ჩემთანა ცხოველ არს ქრისტე“. დიახ, ქრისტეა მასთან და სწორედ ამაში პოვებს იგი აბსოლუტურ ...
იხილეთ სრულად
ვინც მისდევს რწმენის, მსხვერპლად შეწირული სიყვარულისა და თავდადების გზას, შეუძლია პავლე მოციქულის მსგავსად თქვას: „ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ჩემთანა ცხოველ არს ქრისტე“. დიახ, ქრისტეა მასთან და სწორედ ამაში პოვებს იგი აბსოლუტურ თავისუფლებას და ნეტარებას.
რა არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანმა სიყვარული და სიკეთე თესოს და არა ბოროტება და სიცრუე? უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ჭეშმარიტი რწმენა, რწმენა ერთიანი, განუყოფელი, წმიდა სამოციქულო ეკლესიისა, რომლის მადლსაც ატარებს მართლმა...
იხილეთ სრულად
რა არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანმა სიყვარული და სიკეთე თესოს და არა ბოროტება და სიცრუე?უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ჭეშმარიტი რწმენა, რწმენა ერთიანი, განუყოფელი, წმიდა სამოციქულო ეკლესიისა, რომლის მადლსაც ატარებს მართლმადიდებლური სარწმუნოება, და მისი კანონებით ცხოვრება.
რწმენა - აი, უპირველესი და აუცილებელი პირობა ჩვენი გამართლებისა და ხსნისა, რამეთუ თჳნიერ სარწმუნოებისა ვერ შესაძლებელ არს სათნოყოფაჲ ღვთის წინაშე (ებრ. 11, 6).
ცხოვრება გვიჩვენებს, რომ რწმენის, სიყვარულის, თავმდაბლობის, თავშეკავებულობის, კეთილმოსურნეობის, თავაზიანობის, სხვისთვის ჭირში თანადგომის უნარის აღზრდის გარეშე დიდი ხარვეზი იქნება დაშვებული პიროვნების ჩამოყალიბებაში. ნუ დავივიწყებთ...
იხილეთ სრულად
ცხოვრება გვიჩვენებს, რომ რწმენის, სიყვარულის, თავმდაბლობის, თავშეკავებულობის, კეთილმოსურნეობის, თავაზიანობის, სხვისთვის ჭირში თანადგომის უნარის აღზრდის გარეშე დიდი ხარვეზი იქნება დაშვებული პიროვნების ჩამოყალიბებაში. ნუ დავივიწყებთ, რომ თუნდაც ერთი მოზარდის ნაკლოვანებები განსაზღვრულ პირობებში შეიძლება ხასიათის საშიშ თვისებებად იქცეს და გამოუსწორებელი ზიანი მოუტანოს საზოგადოებას.