ჭეშმარიტება - ციტატები, გამონათქვამები
ჭეშმარიტება - ციტატები, გამონათქვამები ჭეშმარიტება, გამონათქვამები, ციტატები
სიცრუეს მისთვის უნდა ვერიდებოდეთ, რომელ სიცრუე არის თითქმის საფუძველი ყოველთა სხვათა ცოდვათა. ზოგიერთი ცოდვა კიდეც დაიწყება და კიდეც გათავდება სიცრუით; და სხვანი ცოდვანი, თუ პირდაპირ არ აღსრულდებიან სიცრუით, მაინც სიცრუე არ შეიძლე... იხილეთ სრულად
სიმართლეს სიცრუის მანქანა რეალურად ვერასდროს გაუსწორებს თვალს, მოტყუებით კი - მრავალთ აცდუნებს. ამიტომაც აუცილებელია საღვთო ჭეშმარიტების ცოდნა, თანაც ღრმა ცოდნა, რადგან ბოროტი ძალა ამ მხრივაც ფრიად მანიპულირებს.
ქრისტეს აღდგომით ზეიმობს ღვთაებრივი მარადიული ჭეშმარიტებაც და ჩვენც მონაწილენი ვხდებით ამ საოცარი სიხარულისა. რომ არა ეს დღესასწაული, ჩვენი სარწმუნოება აზრს დაკარგავდა. ამიტომაც წერს პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში: „უ... იხილეთ სრულად
მეცნიერებაცა და რელიგიაც საშუალებაა ობიექტური რეალობის შესაცნობად და ისინი ხელს უნდა უწყობდნენ ჭეშმარიტების გზით კაცობრიობის განვითარებას.
ღმერთი ერთია, ჭეშმარიტებაც ერთია, ისევე როგორც ერთია ეკლესია, რომელიც არის „ჭეშმარიტების სვეტი და სიმტკიცე“ (1 ტიმ. 3, 15).
საქართველოს ეკლესია, ისევე როგორც საქართველო, ყოველთვის იყო და იქნება მართლმადიდებელი, რადგან მასშია ჭეშმარიტება. ღმერთი ერთია, ჭეშმარიტებაც ერთია, ისევე როგორც ერთია ეკლესია, რომელიც არის „ჭეშმარიტების სვეტი და სიმტკიცე“ (1 ტიმ. ... იხილეთ სრულად
ძალიან სახიფათოა, ღვთის შესახებ თქვა ის, რაც თავში მოგივა, რაც არ უნდა დიდ ჭეშმარიტებად გეჩვენებოდეს იგი. ღვთის შესახებ ჭეშმარიტი სიტყვა მხოლოდ ღვთის სიტყვაა.