თუ ვინმე იწყებს ცოდვისთვის დათმობას, მაშინ იგი შიგნიდან შავდება, მას სულის თვალები ემღვრევა და ის ხედვითაც ამღვრეულად ხედავს. შემდეგ იგი უკვე ითხვრება ცოდვით და ცოდვა წეწავს მას. მას შეუძლია წმიდაც კი უწმიდურად დაინახოს.
იმდენად მაცთურია ცოდვის გზები, რომ იოლად შეუდგები, მაგრამ ძალზედ ძნელია, გაეყარო. აქ სინდისი მუდამ განშორებულია საქმეებს. სინდისი გქენჯნის, ვნება კი ახალ ხრიკებს იგონებს. ცოდვის გზაზე გამოჩნდება ხოლმე მაცთური კაციც და მაცთური ქალი...
იხილეთ სრულად
იმდენად მაცთურია ცოდვის გზები, რომ იოლად შეუდგები, მაგრამ ძალზედ ძნელია, გაეყარო. აქ სინდისი მუდამ განშორებულია საქმეებს. სინდისი გქენჯნის, ვნება კი ახალ ხრიკებს იგონებს. ცოდვის გზაზე გამოჩნდება ხოლმე მაცთური კაციც და მაცთური ქალიც. ამ გზიდან ადამიანი მხოლოდ ღვთის მადლს გამოჰყავს, მოუკლებელს, მკურნალსა და ღვთის სასუფეველის გზათა განმგებელს. ინთქმება რა ცოდვაში, როგორც ჭაობში, ადამიანი ხშირად იღუპება, მაგრამ უფალი ღმერთი დროულად და საჭიროების ჟამს...
იკითხავენ: რატომ უნდა ისჯებოდეს მარადიულად იგი, ვინც აქ მხოლოდ მცირე ხნის განმავლობაში სცოდავდა? მაშ, რატომაა, რომ ადამიანი, რომელმაც წუთიერად აღასრულა მკვლელობა, მთელი ცხოვრება მაღაროში მუშაობით ისჯება.
თქმული, რომ ღმერთის გარდა არავინაა უცოდველი, თუნდაც ქვეყანაზე მხოლოდ ერთი დღე იცოცხლოს (შდრ. იობ. 14, 4), იმათ როდი გულისხმობს, ვინც პიროვნულად სცოდავს; ერთი დღის ჩვილს როგორ შეუძლია შესცოდოს? ამ სწავლებით ჩვენი სარწმუნოების ის სა...
იხილეთ სრულად
თქმული, რომ ღმერთის გარდა არავინაა უცოდველი, თუნდაც ქვეყანაზე მხოლოდ ერთი დღე იცოცხლოს (შდრ. იობ. 14, 4), იმათ როდი გულისხმობს, ვინც პიროვნულად სცოდავს; ერთი დღის ჩვილს როგორ შეუძლია შესცოდოს? ამ სწავლებით ჩვენი სარწმუნოების ის საიდუმლო გამოითქმის, რომლის თანახმად ადამიანური ბუნება ჩასახვისთანავე ცოდვილია. ღმერთს ადამიანი ცოდვილი არ შეუქმნია, მან იგი უმანკო და წმინდა შექმნა. მას შემდეგ, რაც პირველქმნილმა ადამმა ამპარტავნების გამო დაკარგა სიწმინდი...
ნუ გაბედავ ფარულად ჩადენილი ცოდვის დაფარვას, რადგანაც „ყოველივე შიშუელ და ქედდადრეკილ არს წინაშე თუალთა მისთა, რომლისათვის არს სიტყუაი ესე ჩუენი“ (ებრ. 4, 13).
ნუ გაამყარებ უწინ ჩადენილ ცოდვებს შენს სულში მათი ხშირი გახსენებით, რათა კვლავ და კვლავ არ განგიახლდეს მათი დაგემოვნების სურვილი. მტკიცედ გჯეროდეს, რომ ყველა ისინი უკვე მოგეტევა იმჟამიდან, ოდეს ღმერთს მიუძღვენი საკუთარი თავი და გუ...
იხილეთ სრულად
ნუ გაამყარებ უწინ ჩადენილ ცოდვებს შენს სულში მათი ხშირი გახსენებით, რათა კვლავ და კვლავ არ განგიახლდეს მათი დაგემოვნების სურვილი. მტკიცედ გჯეროდეს, რომ ყველა ისინი უკვე მოგეტევა იმჟამიდან, ოდეს ღმერთს მიუძღვენი საკუთარი თავი და გულწრფელად შეინანე. ამაში ნურასოდეს დაეჭვდები.