იღვაწეთ მხნედ და ღვთისადმი სასოებით. ზოგჯერ ეშმაკი ამსოფლიური გულისთქმებით დაგესხმებათ თავს, მაგრამ თქვენ ფხიზელი მეომრის პოზიცია დაიკავეთ, რომ სულიერი რული არ მოგერიოთ და ეშმაკის მსხვერპლნი არ გახდეთ. ფრთხილად იყავით, რადგან მტერ...
იხილეთ სრულად
იღვაწეთ მხნედ და ღვთისადმი სასოებით. ზოგჯერ ეშმაკი ამსოფლიური გულისთქმებით დაგესხმებათ თავს, მაგრამ თქვენ ფხიზელი მეომრის პოზიცია დაიკავეთ, რომ სულიერი რული არ მოგერიოთ და ეშმაკის მსხვერპლნი არ გახდეთ. ფრთხილად იყავით, რადგან მტერი გაშმაგებული ღრიალებს, რომ ბილწი ვნებებით შებღალოს და დაგლიჯოს ვინმე.
მრისხანებას, გულისთქმებს, სიმხდალესა თუ შურს არევ-დარევა შეაქვთ სულიერ გამჭრიახობაში, როგორც ამღვრეული მზერა ვერ აღიქვამს ხილვად საგნებს, ასევე შეუძლებელია მშფოთვარე გულით შევუდგეთ ჭეშმარიტების შეცნობას. ამიტომაც ყოველგვარ საერო ს...
იხილეთ სრულად
მრისხანებას, გულისთქმებს, სიმხდალესა თუ შურს არევ-დარევა შეაქვთ სულიერ გამჭრიახობაში, როგორც ამღვრეული მზერა ვერ აღიქვამს ხილვად საგნებს, ასევე შეუძლებელია მშფოთვარე გულით შევუდგეთ ჭეშმარიტების შეცნობას. ამიტომაც ყოველგვარ საერო საქმეს უნდა განვეშოროთ და ჩვენს სულს არ გავაკაროთ გარეშე ზრახვები.
გამხნევდი, შრომა ხანმოკლე და წარმავალია, ხოლო „სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა“ (მათ. 5, 12). იბრძოლე და იფხიზლე გულისსიტყვებთან მიმართებაში. ურყევი სასოება გქონდეს, რადგან ეს მიანიშნებს, რომ სახლი კლდეზეა დაფუძნებული, ხოლო კ...
იხილეთ სრულად
გამხნევდი, შრომა ხანმოკლე და წარმავალია, ხოლო „სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა“ (მათ. 5, 12). იბრძოლე და იფხიზლე გულისსიტყვებთან მიმართებაში. ურყევი სასოება გქონდეს, რადგან ეს მიანიშნებს, რომ სახლი კლდეზეა დაფუძნებული, ხოლო კლდე ქრისტეა.
სატანისთვის უდიდესი წარმატებაა, თუკი შეძლებს მორჩილი დაარწმუნოს, რომ გულისსიტყვები დამალოს, მოძღვრის კურთხევის გარეშე რაიმე გააკეთოს, სულიერი მამის წინაშე ყველაფერი გულწრფელად არ აღიაროს. ასეთი მორჩილი საფუძვლად კეთილ საწყისს ვერა...
იხილეთ სრულად
სატანისთვის უდიდესი წარმატებაა, თუკი შეძლებს მორჩილი დაარწმუნოს, რომ გულისსიტყვები დამალოს, მოძღვრის კურთხევის გარეშე რაიმე გააკეთოს, სულიერი მამის წინაშე ყველაფერი გულწრფელად არ აღიაროს. ასეთი მორჩილი საფუძვლად კეთილ საწყისს ვერასოდეს დადებს და ღვთის მადლის მიღებაში წარმატებას ვერასოდეს მიაღწევს, არამედ იჩანჩალებს, სანამ მისი სიცოცხლის საბრალო აღსასრულის ჟამი დადგება.