ნუ იქნებით თავდაჯერებულები. არასოდეს მიიღოთ გულისსიტყვა, რომ კარგები და სათნოებებით შემკულნი ხართ. დაიდანაშაულეთ, განიკითხეთ თავი, რომ მოაკვდინოთ თქვენი „მე“, რომელიც კედელივით ეღობება სიმართლის მზეს - ქრისტეს - და ხელს უშლის მის ...
იხილეთ სრულად
ნუ იქნებით თავდაჯერებულები. არასოდეს მიიღოთ გულისსიტყვა, რომ კარგები და სათნოებებით შემკულნი ხართ. დაიდანაშაულეთ, განიკითხეთ თავი, რომ მოაკვდინოთ თქვენი „მე“, რომელიც კედელივით ეღობება სიმართლის მზეს - ქრისტეს - და ხელს უშლის მის სხივებს, რომ გაგვინათოს გონება ღვთისა და საკუთარი თავის შესაცნობად.
link
მიწა, ტალახი და თიხა ვარ, ისაა ჩვენი პირველი დედა!
საკუთარი თავის გარდა არაფრით დაკავდეთ
ჭეშმარიტ ღვთისმეტყველებას უნივერსიტეტებში ვერ დაეუფლები
ამას მოაქვს თავმდაბლობა, შრომისა და მწუხარების გარეშე
სიმდაბლეს მხოლოდ განსაცდელი და გამოცდილება კი არა, სულიერი აზროვნება და საკუთარი უძლურების შეცნობაც წარმოშობს.
სულიერი თვალი მაშინ აეხილება ადამიანს, როცა საკუთარი თავის რეალურად შეფასებას იწყებს, როცა დაინახავს იმას, რაც მართლაც აქვს. როგორც კი ადამიანი ამას დაინახავს, აღარ დაბრმავდება თავისი მოჩვენებითი სათნოებებით, არამედ მეზვერესავით ა...
იხილეთ სრულად
სულიერი თვალი მაშინ აეხილება ადამიანს, როცა საკუთარი თავის რეალურად შეფასებას იწყებს, როცა დაინახავს იმას, რაც მართლაც აქვს. როგორც კი ადამიანი ამას დაინახავს, აღარ დაბრმავდება თავისი მოჩვენებითი სათნოებებით, არამედ მეზვერესავით აღეძვრება ძლიერი სინანული.
link
საკუთარი თავის ძიების პროცესში აუცილებლად წამოიჭრება მარადიული კითხვები: ვინ ვარ, რატომ ვარ დედამიწაზე, რა არის ჩემი მოწოდება? ღვთისმეტყველთა განმარტებითა და ქრისტიანთა შეხედულებით, ადამიანი ღვთის იდეა და ქმნილებაა ამქვეყნად, ყველ...
იხილეთ სრულად
საკუთარი თავის ძიების პროცესში აუცილებლად წამოიჭრება მარადიული კითხვები: ვინ ვარ, რატომ ვარ დედამიწაზე, რა არის ჩემი მოწოდება? ღვთისმეტყველთა განმარტებითა და ქრისტიანთა შეხედულებით, ადამიანი ღვთის იდეა და ქმნილებაა ამქვეყნად, ყველაზე სრულყოფილი, მაგრამ მაინც განვითარებადი. სრულქმნის პროცესი პიროვნების თავისუფალი ნებით იწყება დედამიწაზე და შემდეგ მარადიულ სამყოფელში გრძელდება. კაცს აქვს თავისი დანიშნულება საწუთროში და ღვთის ნების განსახორციელებლად...
link
ბეთლემის გამოქვაბულის ბაგაში მწოლი ჩვილი მაცხოვარი მარადიული მაგალითია თავმდაბლობისა, მასწავლებელი თანადგომის, ძმობის, თანასწორობის, თანხმობისა და სიყვარულისა. ამ სათნოებით რომ შევიმოსოთ, ჯერ საკუთარ სულში ჩახედვა უნდა შევძლოთ,...
იხილეთ სრულად
ბეთლემის გამოქვაბულის ბაგაში მწოლი ჩვილი მაცხოვარი მარადიული მაგალითია თავმდაბლობისა, მასწავლებელი თანადგომის, ძმობის, თანასწორობის, თანხმობისა და სიყვარულისა.ამ სათნოებით რომ შევიმოსოთ, ჯერ საკუთარ სულში ჩახედვა უნდა შევძლოთ, უნდა შევიცნოთ თავი თვისი; Nosce te ipsum, - როგორც ძველი რომაელები იტყოდნენ; ერთი შეხედვით, ეს იოლი საქმეა, მაგრამ სინამდვილეში მრავალთათვის ქცეულა იგი ლოდად შებრკოლებისა. ბრძენთ უთქვამთ: ადამიანში სამი პიროვნებაა: პირველი ...
link
39. ვინც კაცთა ბუნების უძლურებას ჩასწვდა, მან ღვთის შეწევნის ძალა გამოცდილებით შეიცნო. ასეთმა ადამიანმა ამ ძალის შეწევნით რაც არ უნდა გააკეთოს და რასაც არ უნდა აკეთებდეს, კაცთაგან არასდროს არავის დაამცირებს. რადგან იცის, თუ როგორ ...
იხილეთ სრულად
39. ვინც კაცთა ბუნების უძლურებას ჩასწვდა, მან ღვთის შეწევნის ძალა გამოცდილებით შეიცნო. ასეთმა ადამიანმა ამ ძალის შეწევნით რაც არ უნდა გააკეთოს და რასაც არ უნდა აკეთებდეს, კაცთაგან არასდროს არავის დაამცირებს. რადგან იცის, თუ როგორ დაეხმარა ღმერთი მას და რამდენი ვნებისა და უბედურებისაგან იხსნა. ასე შეეწევა ის ყველას, ვინც ამას მოისურვებს, განსაკუთრებით კი მას, ვინც ღვთისათვის იღვწის; თუმცა, გარკვეულ მიზეზთა გამო, ყველას ერთბაშად არ ათავისუფლებს ვნე...
link