ათეიზმი, ურწმუნოება - ციტატები, გამონათქვამები ათეიზმი, ურწმუნოება, გამონათქვამები
სხვებისათვის კი სიცოცხლის მთავარი აზრი მიწიერი ცხოვრებიდან მაქსიმალური სიამოვნების მიღებაშია, რადგან არა სწამთ სიკვდილის შემდგომი სიცოცხლისა, არა სწამთ ღვთისა და ბუნებრივიცაა, რომ ასეთი აზროვნების გამო თავს ერთგვარად თავიანთი მოთხ...
იხილეთ სრულად
სხვებისათვის კი სიცოცხლის მთავარი აზრი მიწიერი ცხოვრებიდან მაქსიმალური სიამოვნების მიღებაშია, რადგან არა სწამთ სიკვდილის შემდგომი სიცოცხლისა, არა სწამთ ღვთისა და ბუნებრივიცაა, რომ ასეთი აზროვნების გამო თავს ერთგვარად თავიანთი მოთხოვნილებებისა და ინსტინქტების დაკმაყოფილების უფლებას აძლევენ; და ეკარგებათ განცდა მეგობრობის, ერთგულების, თავდადების, მოწყალებისა და თვით სამშობლოს სიყვარულისაც... ასეთი ადამიანისათვის არ შეიძლება არსებობდეს რაიმე ამაღლებ...
link
სულიერი ცხოვრების მოსურნეთ უნდა იცოდნენ, რომ კაცობრიობის მტერი ცდილობს ღვთაებრივი სიკეთენი შეცვლილი სახით წარმოაჩინოს. ჭეშმარიტი რწმენის ნაცვლად იგი ურწმუნოებას ან ცრუ რწმენას გვთავაზობს, იმედის ნაცვლად – სასოწარკვეთილებას, ან ცრუ...
იხილეთ სრულად
სულიერი ცხოვრების მოსურნეთ უნდა იცოდნენ, რომ კაცობრიობის მტერი ცდილობს ღვთაებრივი სიკეთენი შეცვლილი სახით წარმოაჩინოს. ჭეშმარიტი რწმენის ნაცვლად იგი ურწმუნოებას ან ცრუ რწმენას გვთავაზობს, იმედის ნაცვლად – სასოწარკვეთილებას, ან ცრუ იმედს, ჭეშმარიტი სიყვარულის წილ – უსიყვარულობას, ან მოჩვენებით სიყვარულს და ეს ყოველივე ისე არის შენიღბული, რომ ჭირს შავის და თეთრის გარჩევა.
link
აი, რას წერს ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი უილიამ ჯეიმსი: "თანდათან ურწმუნო ადამიანად ვიქეც და აღარ მივმართავდი უფალს ბავშვობაში ნასწავლი ვედრებით; თუმცა რომ დავუკვირდი ჩემს წარსულს, აღმოვაჩინე, თურმე მასთან ხშირად მქონია ლოცვის მსგ...
იხილეთ სრულად
აი, რას წერს ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი უილიამ ჯეიმსი: "თანდათან ურწმუნო ადამიანად ვიქეც და აღარ მივმართავდი უფალს ბავშვობაში ნასწავლი ვედრებით; თუმცა რომ დავუკვირდი ჩემს წარსულს, აღმოვაჩინე, თურმე მასთან ხშირად მქონია ლოცვის მსგავსი ურთიერთობა. იგი იყო ჩემთან, თუ მე ვიყავი მასთან, არ ვიცი, მაგრამ ჩემი ცხოვრების კრიტიკულ მომენტებში ის მამხნევებდა და სიცოცხლის ძალით მავსებდა, რათა კვლავ შემეგრძნო მისი იდუმალი მყოფობა. მე მას აღვიქვამდი, როგორც და...
link
ერთადერთი ძალა, რომელმაც კაცობრიობის განვითარებას შეიძლება სწორი გეზი მისცეს, არის აღიარება ღვთისა, როგორც სამყაროს შემოქმედისა და ყოველივეს განმსაზღვრელისა. დღეს ამის აუცილებლობას ადრე ღმერთისადმი მტრულად განწყობილი მეცნიერებიც კ...
იხილეთ სრულად
ერთადერთი ძალა, რომელმაც კაცობრიობის განვითარებას შეიძლება სწორი გეზი მისცეს, არის აღიარება ღვთისა, როგორც სამყაროს შემოქმედისა და ყოველივეს განმსაზღვრელისა. დღეს ამის აუცილებლობას ადრე ღმერთისადმი მტრულად განწყობილი მეცნიერებიც კი აღარ უარყოფენ.
link
საზოგადოებრივი ურთიერთობის ერთი ფორმიდან მეორეში გადასვლისას ქვეყნის ცხოვრებაში დგება პერიოდი, როდესაც ხალხი ბავშვს ემსგავსება. ამის მიზეზი ის არის, რომ მოსახლეობის უმრავლესობა თავიდან ვერ ერკვევა სიტუაციაში, ალღოს ნაკლებად უღებს ...
იხილეთ სრულად
საზოგადოებრივი ურთიერთობის ერთი ფორმიდან მეორეში გადასვლისას ქვეყნის ცხოვრებაში დგება პერიოდი, როდესაც ხალხი ბავშვს ემსგავსება. ამის მიზეზი ის არის, რომ მოსახლეობის უმრავლესობა თავიდან ვერ ერკვევა სიტუაციაში, ალღოს ნაკლებად უღებს მოვლენებს და ყრმასავით უსუსური და მიმნდობი ხდება მათ მიმართ, ვინც წინამძღოლის ფუნქციებს სთავაზობს.დროის ამ ეტაპით ხშირად სარგებლობენ სხვადასხვა ძალები და ცდილობენ არსებული სიტუაცია თავიანთი მიზნების განსახორციელებლად გამ...
link
XX საუკუნეს რომ ვაანალიზებთ, უწინარესად თვალს ხვდება გაამპარტავნებული და გადიდგულებული ადამიანი; მეცნიერებასა და ტექნიკაში საოცარმა აღმოჩენებმა მისი გონება უსაზღვრო სიამაყით აღავსო. პატივმოყვარეობამ ისეთ ზღვარს მიაღწია, რომ მან უა...
იხილეთ სრულად
XX საუკუნეს რომ ვაანალიზებთ, უწინარესად თვალს ხვდება გაამპარტავნებული და გადიდგულებული ადამიანი; მეცნიერებასა და ტექნიკაში საოცარმა აღმოჩენებმა მისი გონება უსაზღვრო სიამაყით აღავსო. პატივმოყვარეობამ ისეთ ზღვარს მიაღწია, რომ მან უარყო ყოველივე, რასაც თავისი აზროვნებით ვერ მისწვდა. გააზრებული, გამიწიერებული რწმენისაკენ ლტოლვამ ერთიანად მოიცვა მისი გონება. ამ მდგომარეობას ცნობილი ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი პავლე ფლორენსკი თავნებობის, სატანისეული ამ...
link
652. სხვა ქრისტესმოყვარე კაცმა, რომელსაც ხორციელი ტკივილი ტანჯავდა, თხოვნა გაუგზავნა იმავე ბერს, იოანეს, რათა მას მისი განკურნებისათვის ელოცა. ბერმა უპასუხა: „უფალი მალე განგკურნავს“. მაგრამ მისი განკურნება აყოვნებდა; და ჰქონდა რა ბერისადმი დიდი რწმენა, მას უკვირდა და ამბობდა: „რას უნდა ნიშნავდეს ეს? ბერი არ იტყუება, რამეთუ ღმერთი მისი მეშვეობით ლაპარაკობს, მე კი არ ვიკურნები“. ის მონასტერში მივიდა და დიდ ბერს ჰკითხა ამის თაობაზე
იხილეთ სრულად
652. სხვა ქრისტესმოყვარე კაცმა, რომელსაც ხორციელი ტკივილი ტანჯავდა, თხოვნა გაუგზავნა იმავე ბერს, იოანეს, რათა მას მისი განკურნებისათვის ელოცა. ბერმა უპასუხა: „უფალი მალე განგკურნავს“. მაგრამ მისი განკურნება აყოვნებდა; და ჰქონდა რა ბერისადმი დიდი რწმენა, მას უკვირდა და ამბობდა: „რას უნდა ნიშნავდეს ეს? ბერი არ იტყუება, რამეთუ ღმერთი მისი მეშვეობით ლაპარაკობს, მე კი არ ვიკურნები“. ის მონასტერში მივიდა და დიდ ბერს ჰკითხა ამის თაობაზე
link
618. რას ნიშნავს უფალმა სამარიტელ ქალს რომ უთხრა: „ხუთ ქმარ გესხნეს და აწ რომელი გივის, არა არს ქმარი შენი“? (იოანე 4, 18)
529. თქვენ თქვით, თუ ექიმს ღვთის სახელით მივმართავთ, ამაში არაფერია დასაძრახიო, და კიდევ თქვით, რომ სჯობს ყველაფერი ღმერთს რწმენითა და სიმდაბლით მივანდოთო. აზრი კი მეუბნება: თუ სხეულით დაავადდები, ექიმს უნდა ეჩვენო, რამეთუ წამლების გარეშე განკურნება შენს ძალებს აღემატებაო; ხან კიდევ: ექიმებს კი არ მიმართო, არამედ წმინდანთაგან ლოცვა-კურთხევა აიღე და მხოლოდ ამით დაკმაყოფილდიო. ამიტომაც გთხოვ, ჩემო გულმოწყალეო მამაო, მითხარი, რომელია ჩემთვის უმჯობესი?
იხილეთ სრულად
529. თქვენ თქვით, თუ ექიმს ღვთის სახელით მივმართავთ, ამაში არაფერია დასაძრახიო, და კიდევ თქვით, რომ სჯობს ყველაფერი ღმერთს რწმენითა და სიმდაბლით მივანდოთო. აზრი კი მეუბნება: თუ სხეულით დაავადდები, ექიმს უნდა ეჩვენო, რამეთუ წამლების გარეშე განკურნება შენს ძალებს აღემატებაო; ხან კიდევ: ექიმებს კი არ მიმართო, არამედ წმინდანთაგან ლოცვა-კურთხევა აიღე და მხოლოდ ამით დაკმაყოფილდიო. ამიტომაც გთხოვ, ჩემო გულმოწყალეო მამაო, მითხარი, რომელია ჩემთვის უმჯობეს...
link
ღვთის შემწეობას ვერავინ დააბრკოლებს, ვერც ადამიანები, ვერც ეშმაკები. არც ღმერთისათვის და არც წმიდა ადამიანისათვის ძნელი არაფერია. დაბრკოლება მხოლოდ ჩვენი ადამიანური მცირედმორწმუნეობაა. ჩვენი მცირედმორწმუნეობით დიდებული საღვთო ძალე...
იხილეთ სრულად
ღვთის შემწეობას ვერავინ დააბრკოლებს, ვერც ადამიანები, ვერც ეშმაკები. არც ღმერთისათვის და არც წმიდა ადამიანისათვის ძნელი არაფერია. დაბრკოლება მხოლოდ ჩვენი ადამიანური მცირედმორწმუნეობაა. ჩვენი მცირედმორწმუნეობით დიდებული საღვთო ძალების მოახლოებას ვუშლით ხელს. ჩვენს გვერდით ესოდენ დიდი ძალაა, მაგრამ ჩვენში მაღალ დონეზეა ადამიანური საწყისი და არ შეგვიძლია მივაღწიოთ საღვთო საწყისს, რომელიც მთელი სამყაროს ადამიანურ ძალებს აღემატება, ვინაიდან საღვთო ძალ...
link