ნუგეში ზეციური მადლია, მხოლოდ ზეციდან, ზეციური მამულის შორეული სანახებიდან შეიძლება მისი მიღება. ამიტომ მეგობარი კი არ გვცემს ნუგეშს, არამედ ღმერთი გვიგზავნის მეგობარს ნუგეშად, როდესაც მწუხარებაში ვართ, ანდა შეწევნისათვის გაჭირვებ...
იხილეთ სრულად
ნუგეში ზეციური მადლია, მხოლოდ ზეციდან, ზეციური მამულის შორეული სანახებიდან შეიძლება მისი მიღება. ამიტომ მეგობარი კი არ გვცემს ნუგეშს, არამედ ღმერთი გვიგზავნის მეგობარს ნუგეშად, როდესაც მწუხარებაში ვართ, ანდა შეწევნისათვის გაჭირვების ჟამს, კურნებისთვის სნეულების ჟამს, რჩევის მოსაცემად, როდესაც უგულისხმობაში ვართ და გადაწყვეტილების მიღება გვიჭირს.
link
ნუ გექნება ნაცნობობა მზაკვარ ადამიანთან. მზაკვართან მეგობრობა ეშმაკთან მეგობრობას ნიშნავს.
ნუ გაცვლი მეგობარს ფულზე, ნურც ღვიძლ ძმას _ ოფირის ოქროზე.
თ. 6-7
მეგობრისგან ჭრილობა ერთგულების ნიშანია, მტერი კი კოცნით აგავსებს.
თ. 26-28
მეგობარი მუდამ მოყვარულია და ძმა გაჭირვებისთვის იბადება.
თ. 17-18
თუ მეგობრის შეძენა გსურს, განსაცდელში შეიძინე და მყისვე ნუ მიენდობი მას.
რადგან ზოგი მეგობარი თავისთვის ზრუნავს, გასაჭირის დღეს მხარში არ ამოგიდგება.
ზოგი მეგობარი მტრად გადაგექცევა და იბრძოლებს შენს დასამცირებლად.
იხილეთ სრულად
თუ მეგობრის შეძენა გსურს, განსაცდელში შეიძინე და მყისვე ნუ მიენდობი მას.
რადგან ზოგი მეგობარი თავისთვის ზრუნავს, გასაჭირის დღეს მხარში არ ამოგიდგება.
ზოგი მეგობარი მტრად გადაგექცევა და იბრძოლებს შენს დასამცირებლად.
ზოგი მეგობარი პურს გატეხს შენთან, მაგრამ გასაჭირის დღეს მხარში არ ამოგიდგება.
შენს მოკეთეთა შორის შენსავით მოიქცევა და შენს სახლეულებთან გულწრფელად ისაუბრებს;
მაგრამ თუ დაეცემი, გადაგიდგება და აღარ დაგენახვება.
მტრებს მოერიდე და ფრთხ...
link
დაჭრილი თვალი ცრემლებს გადმოღვრის, დაჭრილი გული კი გრძნობებს წარმოაჩენს.
ფრინველებს დააფრთხობს გასროლილი ქვა და მეგობრის მაგინებელი დაარღვევს მეგობრობას.
თუკი მეგობარზე იშიშვლე მახვილი, იმედს ნუ დაკარგავ, შეგიძლია უკან...
იხილეთ სრულად
დაჭრილი თვალი ცრემლებს გადმოღვრის, დაჭრილი გული კი გრძნობებს წარმოაჩენს.
ფრინველებს დააფრთხობს გასროლილი ქვა და მეგობრის მაგინებელი დაარღვევს მეგობრობას.
თუკი მეგობარზე იშიშვლე მახვილი, იმედს ნუ დაკარგავ, შეგიძლია უკან ჩააგო.
თუ მეგობრის წინააღმდეგ პირი გახსენი, ნუ გეშინია, რადგან შეგიძლია შეურიგდე. მხოლოდ ძაგება, ქედმაღლობა, საიდუმლოს გამჟღავნება და მზაკვრული ქცევა განდევნის ყველა მეგობარს.
თ. 22-23
link
ბევრი მეგობრის ყოლა დამღუპველია, ზოგი მეგობარი კი ძმაზე მოყვარულია.
თ. 17-18
არასოდეს მისცე თავს ნება, კაცობრივი მეგობრობის გულისათვის გარდახდე საღმრთო მცნებებს.
ნუ გექნება ურთიერთობა მზაკვარ ადამიანთან. ესევითართან მეგობრობა ეშმაკთან დამეგობრებას ნიშნავს.