აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები - ციტატები, გამონათქვამები
აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები - ციტატები, გამონათქვამები აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები
მორჩილება აღასრულე, გულისსიტყვები მეყსეულად განაგდე, უკანასკნელი იყავი, თუ გსურს პირველი გახდე.
მდუმარებაში გონება მშვიდდება. მიწიერი გულისსიტყვებისგან თავისუფალი გონება საკუთარ თავს ბუნებრივად უბრუნდება. საკუთარი თავიდან კი ლოცვით – „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ – ღვთისკენ მიიქცევა.
თუ ვინმე სოფელს განეშორება, მის სიმყრალეს შეიცნობს; ხოლო ერში მოხეტიალეს ამქვეყნიურ გულისთქმათა და სიამოვნებათა ძონძები, როგორც დიდების სამოსელი, ისე შეუმოსავს.
ადამიანს, რომელსაც მონაზვნობა სურს, ეშმაკი მრავალ დაბრკოლებას შეუქმნის, რომ მონაზონი არ გახდეს. ბოროტს მისი ერში დატოვება უნდა, რათა ცოდვაში უფრო იოლად ჩაითრიოს. ამიტომ, ჩემო გოგონა, ეშმაკის ხრიკები გაითვალისწინე, ბრძნულად მოიქეცი... იხილეთ სრულად