ღვთის ნება - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის ნება - ციტატები, გამონათქვამები ღვთის ნება, გამონათქვამები, ციტატები
ჭეშმარიტი სიხარული უფლისგან მოდის და მხოლოდ მას მიეცემა, ვინც საკუთარ თავს გამუდმებით აიძულებს, რომ თავისი ნება უარყოს და ღვთის ნება აღასრულოს.
იმაზე უდიდესი ბოროტება არ არსებობს, ვიდრე საკუთარი ნების გატარება და არა - ღვთის ნებისამებრ ცხოვრება.
ნორჩ ხეს სარზე აბამენ და ის სწორად და გამართულად იზრდება. ასევე სული, ასევე სული, რომელმაც თავისი ნება ღვთის ნებას მიუერთა, ადის ზეცაში, უფალთან.
იმისათვის, რომ ღვთის ნებას მივდიოთ, უწინარეს ყოვლისა, ჩვენი ნება უნდა დაუტევოთ.
შეიძლება ვინმემ იფიქროს: "თუკი არა მყავს ადამიანი, რომელსაც შეიძლება შევეკითხო ღმრთის ნების შესახებ, როგორ მოვიქცე?" თუკი კაცს ჭეშმარიტად, მთელი გულით სურს ღმრთის ნების აღსრულება, მას ღმერთი არასოდეს მიატოვებს, უთუოდ ასწავლის თავი... იხილეთ სრულად
ყოველ სულს, რომელიც ღმერთის ნებას მიეცა, უფალი შთააგონებს, რამეთუ მან სთქვა: "და მხადე მე დღესა ჭირისა შენისასა და მე გიხსნა შენ და შენ მადიდო მე" (ფს. 49.15). ყოველი სული, რომელიც შეშფოთებულია რაიმეთი, უფალს უნდა ეკითხებოდეს და უ... იხილეთ სრულად
ღმერთს, თავისი წინამსწრობელი ნებით, სურს ჩვენგან კეთილი საქმეები მიიღოს და სწყალობს კიდეც მათ თავისმიერი შეწევნით. ხოლო ბოროტი საქმეები მას არ სურს ჩვენგან, არც თავისი წინამსწრობელი ნებით და არც თავისი შემდგომი ნებელობით. მაგრამ ღ... იხილეთ სრულად
უფალს ყოველთვის უნდა ვთხოვოთ სულიერი მშვიდობა, რათა მოხერხებული იყოს ჩვენთვის უფლის მცნებების შესრულება. რამეთუ უფალს უყვარს ისინი, რომელნიც ცდილობენ მისი ნების შესრულებას და ასე ღებულობენ უდიდეს სიმშვიდეს ღმერთში. ღმერთის ნების შ... იხილეთ სრულად
ნება ღმრთისა ჩვენს მიმართ ისაა, რომ ამქვეყნად მისი სჯული და მცნებანი კეთილად აღვასრულოთ და მომავალ საუკუნეში (ცხოვრებაში) მისგან დაუსრულებელი ნეტარება მივიღოთ. ვინც წირვა-ლოცვას გულმოდგინედ ისმენს, ის შეიტყობს რა არის ნება ღმრთისა... იხილეთ სრულად