გულის განწმენდა - ციტატები, გამონათქვამები
გულის განწმენდა - ციტატები, გამონათქვამები გულის განწმენდა, გამონათქვამები, ციტატები
გრძნობა, ანუ კაცის გულის მოძრაობა მართავს მისსა ცხოვრებასა და საქმეთა. ჭკუასა და მეცნიერებასა ისე არა ემორჩილება კაცი, როგორადაც გულის წადილს და გრძნობასა. მაშასადამე, მოამზადე, დააწყვე გულისა შენისა ჭურჭელი.
თუ მდინარე სათავეში გაშრა, წყლის დინება მოისპობა. თუ გული გაიწმინდე, საქმენიცა შენნი წმინდა იქნებიან.
ვისაც წმიდა გული აქვს, იმას მაცხოვარი აღუთქვამს ღვთის ხილვას: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“. ვინაითგან ღმერთი არის უწმიდესი არსება, მას იხილავს მხოლოდ კაცი წრფელი გულითა. ღმერთი არის ნათელი ბრწყინვალე, ამ... იხილეთ სრულად
რაც გაქვს გულში ანუ ცუდი სურვილი, ანუ განზრახვა ბოროტი, განაგდე გულისაგან. თუ გაგიჩნდა გულში მსწრაფლ ცუდი რაიმე განზრახვა, ანუ სხვამ ვინმე შეგაგონა რაიმე ცუდი, ეცადე და მაშინვე მოინანიე და დაივიწყე. თუ დიდხანს დაუტევე გულში ბოროტი... იხილეთ სრულად
უფალი იესო ქრისტე მისთვის მოითხოვს ჩვენგან, ძმანო, წმიდა გულს, რომელ ჩვენი ყოფა–ქცევა პირველად გულში მოიფიქრებს ანუ განიზრახავს კეთილსა, გინდა ბოროტსა საქმესა, და მერმე აღასრულებს. როგორიც გული აქვს კაცსა, ისრეთი საქმეც ექმნება. ა... იხილეთ სრულად
ეცადე და განაგდე გულისა შენისაგან ბოროტნი გულისზრახვანი, მოამზადე გული შენი, ვითარცა მიწისმოქმედი მოამზადებს ყანასა თვისსა თესვისათვის. მადლსა სულისა წმიდისასა დიახ სურს და ცდილობს, რათა შევიდეს გულსა შინა შენსა, გარნა როდესაც იგი... იხილეთ სრულად
195. ძველი აღთქმის სამღვდელო გასაცხადებელნი (იგულისხმება ძველი აღთქმის დიდი მღვდლისთვის ნიშანდობლი გარეგანი აქსესუარები, რაც მის მღვდლობას განაცხადებდა, წმ. ევსუქი ხუცესს, კერძოდ, მხედველობაში აქვს სამღვდელო თავსაბურის – მიტრის შუ... იხილეთ სრულად
193. საერთოდ კი, სხვა არაფერია გულის სიწმინდე, რის შედეგადაც იპოვება ჩვენში ზემოდან გადმომავალი სიმდაბლეც და ყოველგვარი სიკეთე, თუ არა ის, რომ არანაირად არ მივცეთ სულში შემოსვლის ნება ჩვენს წინაშე წარმომდგარ გულისზრახვებს.
186. მართლაც, გულის სიწმინდის გულმოდგინედ დამცველს მოძღვრად ეყოლება ამისვე (ე.ი. გულის სიწმინდის) რჯულმდებელი ქრისტე, რომელიც თავის ნებას საიდუმლოდ ეტყვის მას. „მოვისმენ, რას იტყვის ჩემში უფალი ღმერთი“ (შდრ. ფს. 84.9), ამბობს დავი... იხილეთ სრულად
178. ამიტომ, ვინც თვალს არ აცილებს გველის თავს (შესაქ. 3.15) (ე.ი. ფხიზლობს, ფრთხილობს)და, იყენებს რა მრისხანე გამონათქვამებს, მხურვალე მამხილებლობის შედეგად „მუშტით გვემს მის ტანს (შეუპოვრად იბრძვის), ამ გზით განირიდეს ბრძოლას, ... იხილეთ სრულად